Nintendo–ს ახალი თაობის კონსოლები, შესაძლოა, ივნისში გამოჩნდეს

Games Hardware

ვებ–წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nintendo–მ, შესაძლოა, E3 2011–ის (7–9 ივნისი, ლოს–ანჯელესი, ა.შ.შ) ჩვენებაზე ახალ სათამაშო კონსოლს წარმოადგენს, რომელიც Wii–ს ჩაანაცვლებს.

როგორც ცნობილი გახდა, სიახლის მწარმოებლობა გაუტოლდება ან შესაძლოა გაასწოროს კიდევაც კონსოლ Xbox 360–სა და PlayStation 3–ს. გავრცელებული ჭორის თანახმად, მომავალ Nintendo-კონსოლს ექნება 1080р–ს (1920×1080 პიქსელი) მხარდაჭერა და მიიღებს HDMI–ს ციფრულ ინტერფეისს.

ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლეს ექნება 3D–კონტენტის მხარდაჭერა.

Nintendo–ს ახალი თაობის კონსოლების რელიზი, სავარაუდოდ, 2012–წლის მეორე ნახევარში შედგება.

წყარო: CNET News

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.