ივლისის მიწურულს, კორპორაცია Toshiba იწყებს პორტატული კომპიუტერის Dynabook Qosmio T851/D8CR-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.
სიახლე გახდა მსოფლიოში პირველი ნოუთბუქი, რომელზეც შესაძლებელია 3D-გამოსახულების ყურება სპეციალური სათვალეების გარეშე 2D-სურათთან ერთად ( სხვადასხვა ფანჯარაში).
ლეპტოპის სხვა განსაკუთრებულობა — ჩაშენებული მიკროპროცესორი SpursEngine, რომელიც არის ოთხ ბირთვიან Synergistic Processing Element-ის (SPE) ბაზაზე . ეს ჩიპი უზრუნველყოფს რეალურ დროში ორგანზომილებიანი გამოსახულების გარდაქმნას სტერეოსკოპურ რეჟიმში.
ნოუთბუქს გააჩნია პროცესორი Core i5-2410M ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა — 750 გბ. მოწყობილობას აქვს Blu-ray გამშვები, ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n), Bluetooth 3.0, TV-ტუნერი, USB 3.0 პორტი და ასევე HDMI ინტერფეისი.
15,6-დიუმიანი დისპლეი აღჭურვილია შუქდიოდური გაელვებით და Full HD გარჩევადობით (1920×1080 პიქსელი); გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს 1 გბ-ანი GeForce GT 540M-ის ამაჩქარებელი. ოპერაციული სისტემა — Windows 7 Home Premium.
მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.