კომპანია Dell-ის ახალი კომპიუტერი XPS 15z არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე. მწარმოებლების განცხადებით, წარმოდგენილი მოდელი არის მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი 15,6-დიუმიანი დისპლეით. მისი კორპუსის სისქე შეადგენს 24,7 მმ-ს, ხოლო მოწყობილობის წონა არის 2,5 კგ.

PC-ს ექნება i5-ის ან i7-ის სერიის მეორე თაობის Core პროცესორი და 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. მყარი დისკის მოცულობა — 750 გბ. მოწყობილობას, ასევე გააჩნია DVD-«რექორდერი», ქარდრიდერი «9 1-ში», 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა ორი მიკროფონით და ასევე Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები.

ეკრანის წერტილოვანი გარჩევადობა არის 1366×768 ან 1920×1080; ვიდეობარათი — GeForce GT 525M 1 ან 2 გბ მეხსეირებით. არის HDMI 1.4 ინტერფეისი, Mini DisplayPort და ორი USB 3.0 პორტი.

ნოუთბუქში რელიზებულია ტექნოლოგია Intel Wireless Display (WiDi), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების გადაცემა მაღალი გარჩევადობის ტელევიზორის ეკრანზე უკაბელო კავშრის საშუალებით (აუცილებელია სპეციალური სატელევიზიო მიმღები).

ავტომატური მუშაობის დრო, აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში — რვა საათამდე.

სიახლეს აქვს Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემა; ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1 000 დოლარს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=d5KERWR-yXk

გამოყენებულია Dell-ის მასალები.