გაცხადებულია ლეგენდარული სამხედრო ბაზა არეა 51-ის მოღვაწეობის დეტალები

Science

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შექმნა დაიწყო განცხადების შემდეგ, რომ გერმანელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს ასეთი უჩვეულო ფორმის თვითმფრინავები, ომის ბოლოს. (National Archives-ის ფოტო)

გუშინ გაყიდვაში გამოვიდა ენი ჯეიკობსენის ახალი წიგნი “Area 51: საიდუმლო ამერიკული ბაზის ისტორია ცენზურის გარეშე“, რომელშიც მეცნიერები, მფრინავები და ინჟინრები (სულ 74 ადამიანი) პირველად ამხელენ, თუ რა ხდება რეალურად ნევადას უდაბნოში.

ქალბატონმა ჯეიკობსენმა — Los Angeles Times-ის ჟურნალისტმა — დაკითხა ბაზის თანამშრომლები 2008-2009 წლებში, მალევე მას შემდეგ, რაც  ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ (CIA) გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა Area 51-თან. ამის მიუხედავად სამხედრო ბაზა რათქმაუნდა მაინც რჩება საიდუმლო ობიექტად — მისი დასახელებაც კი გასაიდუმლოებულია. მეტიც, ოფიციალურად ეს ობიექტი საერთოდაც არ არესებობს.

საიტმა FoxNews.com მიიღო ექსკლუზიური უფლება წიგნის მეოცე თავიდან ამონარიდის პუბლიკაციისა, კონკრეტულად თვითმფრინავ ჯაშუშის შესახებ. მის კონსტრუქციას შესაძლოა მართლაც მოეგონებინა შემთხვევითი დამკვირვებლისათვის “მფრინავი თეფში”. შემოგთავაზებთ მოკლე შინაარსს.

სამოცდაათიან წლებში CIA-მ ბაზის ნაწილზე კონტროლი გადასცა პენტაგონს, რომელიც იყო დაინტერესებული თვითმფრინავ F-117-ის შექმნით. დაზვერვას ბომბები არ აინტერესებდა, ამიტომ მმართველობა ძალიან დიდ ყურადღებას უპილოტო თვითმფრინავებს უთმობდა.

1996 წლის ბოლოს დაიწყო აპარატ Aquiline-ზე მუშაობა. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჰენკ მეიერდირკი. მოწყობილობა ზომაში ორი მეტრი იყო. დედამიწიდან შეხედვისას ის უნდა დამსგავსებოდა არწივს ან შევარდენს. წინა ნაწილზე მოწყობილობას ჰქონდა მცირე სატელევიზიო კამერა, ხოლო ფრთებქვეშ — ფოტომოწყობილობები.

ზოგიერთი ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ აპარატი შექმნილია ატმოსფეროში რადიაციის დონის ანალიზისათვის და ასევე ელექტრო დაზვერვისათვის (საინტერესოა ამ შემთხვევაში რაღა საჭირო იყო მისთვის არწივის ფორმის მიცემა ?! :). მაგრამ CIA-ის თანამშრომელმა ჯონ პოტეტმა სხვა ვერსია შემოგვთავაზა: “ჯაშუშმა თანამგზავრებმა, რომლებმაც გაიფრინეს კასპიის ზღვაზე, გადაიღეს უცნაური ფორმის გიგანტური ობიექტი, მრავალრიცხოვანი ძრავებით, რომელიც გადაადგილდებოდა წყალში, CIA-ს რათქმაუნდა დააინტერესა გაეგო მის შესახებ. სწორედ ამისთვის იქმნებოდა თავიდანვე Aquiline”.

როგორც შემდეგ 2008 წლისათვის გამოაცხადა ბი-ბი-სიმ ეს იყო ეკრანოპლანი.

ერთ-ერთი შემქმნელთაგანი ჯიმ ფრიდმანი აღნიშნავს: “Aquiline-ს უნდა ეფრინა დაბალ სიმაღლეზე და ერთ კავშირის ხაზის გასწვრივ. ვფიქრობ, ის წყალქვეშა ხომალდიდან უნდა აფრენილიყო. მუშაობა ნელა მიმდინარეობდა, იყო ბევრი ავარიული დაშვება”. ამ კონსტრუქციისათვის ფრენის “სწავლება” საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

პროექტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მისი თავის თავზე აღება შესთავაზა დაცვის კონტრაქტორმა McDonnell Douglas-მა. მეიერდირკი თვილიდა, რომ კომპაიამ მოითხოვა $99 მლნ-ით მეტი, რაც რეალურად მის შემუშავებას სჭირდებოდა, მაგრამ კომპანიამ მაინც არ დათმო. ამიტომ მეიერდრიკმა ურჩია CIA-ს უბრალოდ დაეხურა პროექტი, როგორც მოხდა.

საცხოვრებელი ვაგონები პილოტებისათვის, რომლებსაც ასწავლიდნენ ახალი თვითმფრინავების მართვას. (Laughlin Heritage Foundation-ის ფოტო/CIA).

Aquiline-ი CIA-ს ერთადერთი პროექტი არ არის, რომელის დნიშნულებაც “ცხოველთა სამყაროს ნიღბის ქვეშ” მონაცემების შეგროვება იყო. მიმდონარეობდა სამუშაოები ორნიტოპტერზეც. იყო კიდევ ერთი ჩანაფიქრიც — ძალიან პატარა აპარატი, რომელიც გავდა ყვავს და შეეძლო რაფაზე დაშვებაც კი, იმისათვის რომ გადაეღო თუ რა ხდებოდა ოთახში. მაგრამ ვერც ეს მოდელი შეედრება პროექტ Insectothopter-ს. ეს მოწყობილობა გავდა ნემსიყლაპიას ზომებით და ფერებით. ის მოძრაობაში მოჰყავდა მინიატურულ ძრავს გაზზე.

CIA ასევე ცდილობდა ჯაშუშებად გადაექცია ცოცხალი ჩიტები და კატები. ერთ-ერთი პროგრამისას სპეციალურად გაწვრთნილი მტრედები დაფრინავდნენ ვაშინგტონის თავზე, კამერებით, რომელიც მიმაგრებული ჰქონდათ კისერზე. ამ იდეაზე უარი თქვეს, როცა გაარკვიეს, რომ როდესაც მტრედები იღლებიან ზედმეტი ტვირთისაგან, ფრენას წყვეტდნენ და შტაბამდე ფეხით მიდიოდნენ.

პროექტ Acoustic Kitty-ის ფარგლებში კატებს ასწავლეს თავის სხეულზე ელექტრონული მოწყობილობების ტარება. ამ ჩანაფიქრმაც წარუმატებლად ჩაიარა, რადგან ცხოველებს ძალიან ხშირად გადაჰქონდათ ყურადღება სხვა გამღიზიანებლებზე.

სავარაუდოდ, რაც ცნობილია Area 51-ის ყველაზე საინტერესო (და არანორმალურ) პროექტად შეიძლება ჩაითვალოს პენტაგონის მცედლობა შეექმნა რაღაც ტანკის მაგვარი დისტანციური მართვით, რომელიც ჩაერთვებოდა ვიეტნამის ჯუნგლებში, საბრძოლო მოქმედებებში. მათი ჩანაფიქრით ის სპილოს ზომის უნდა ყოფილიყო…

გამოყენებულია FoxNews.com-ის მასალები.

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.