Anders Forsberg–ის ფოტო.

როგორც ყველამ ვიცით, Facebook–ს არა აქვს უფლება თავის მომხმარებელს აუდიოფაილების ატვირთვის ნება დართოს, რადგან სამართალდამცავები სოციალურ ქსელს მომხმარებლების მიერ მუსიკის პირატულად გავრცელების ბრალდებით საკმაო პრობლემებს შეუქმნიან.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ვებ–სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook–ში მალე ახალი მუსიკალური სერვისი გამოჩნდება, რომელის დამუშავება, ცნობილ მუსიკალურ ვებ–სამსახურთან, Spotify–სთან ერთად მიმდინარეობს.

როგორც იუწყებუან, სიახლე Facebook Music–ის სახელწოდებას (ან Spotify on Facebook) მიიღებს. Spotify–ს ინტეგრირება Facebook–ში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სასურველი კომპოზიცია გაუზიარონ მეგობრებს, ან შექმნას ახალი მუსიკების შემფასებელი კლუბი. რაც შეეხება კომპოზიციების რაოდენობას — დღეისათვის Spotify–ში მილიონობით მუსიკალური ფაილია, რომლებიც საავტორო უფლებით არის დაცული, ასე რომ სამართალდამცავებთან Facebook–ს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

როგორც მოსალოდნელია, სერვისი ორ კვირაში გაეშვება. სიხალოს გამოსაყენებლად საკმარისია Facebook–ში, საკუთარი პროფილის მარცხენა მხარეს, დავაჭიროთ Spotify–ის ლოგოს.

Facebook–ისა და Spotify–ის შეთანხმება უფასოა, ანუ რომელიმე პარტნიორი მეორეს არ უხდის. მომხმარებლისთვუს მუსიკალურ სერვისთან წვდომა ორი ტიპის იქნება: ფასიანი და უფასო. «უფასო მომხმარებლები» შეძლებენ თვეში მხოლოდ 10 საათის მოსმენას, ხოლო იმათთვის ვინც 10 ევროს გადაიხდის შეზღუდვა არ არსებობს.

მომსახურება, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც უკვე მუშაობს Spotify, ესენია: დიდი პრიტანეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი.

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე Facebook–მა და Spotify–მ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

წყარო: Forbes