კომპანია Fujitsu მომავალი თვის ბოლოდან დაიწყებს პლანშეტური კომპიუტერის LifeBook TH40/D-ს გაყიდვებს 10-დიუმიანი დისპლეით.

სიახლე შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილია მოძრავი QWERTY-კლავიატურით. სენსორულ ეკრანის გარჩევადობა არის 1024×600 პიქსელი; HDMI ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია პლანშეტის შეერთება გარე მონიტორზე და ტელევიზორზე.

პლანშეტი არის ახალი თაობის Intel Atom-ის აპარატულ პლატფორმაზე კოდური დასახელებით Oak Trail. გამოყენებულია Atom Z670-ის ერთბირთვიანი პროცესორი (1,5 გჰც) და ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი GMA 600. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს, ხოლო მყარი დისკის მოცულობა შეადგენს 120 გბ-ს.

LifeBook-ს აქვს 0,3-მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, სტერეოფონური დინამიკები, SD-სლოტი და USB 2.0 პორტი.

პლანშეტის ზომები — 274×188×17,4 მმ, წონა— 1,1 კგ.

LifeBook TH40/D ფუნქციონირებს Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; ავტომატური მუშაობის დრო აღწევს ექვს საათამდე.

მოწყობილობის ღირებულებაა 1 000 დოლარი.

გამოყენებულია Fujitsu-ს მასალები.