Chrome Web Store–ის მთავარი გვერდი.

ამიერიდან, ბრაუზერ Chrome–ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პროგრამების ონლაინი მაღაზიიდან, Chrome Web Store–დან სასურველი პროგრამების, თამაშებისა და სხვ. გადმოწერა. სიახლის შესახებ Google I/O 2011–ის კონფერენციაზე (10–11 მაისი, სან–ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ) გახდა ცნობილი.

Chrome Web Store გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და Google–ის ევენთამდე მხოლოდ ა.შ.შ–ში მოქმედებდა. მაღაზია ბრაუზერ Chrome–სა და ოპერაციული სისტემა Chrome OS–ის მომხმარებელს უამრავ ფასიან და უფასო პროგრამებს სთავაზობს, რომელთა უმეტესობა განკუთვნილია ინტერნეტის მომხმარებელთათვის, თუმცა ზოგიერთი ოფლაინშიც მუშაობს.

კონკრეტულად, მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის თემები, თამაშები, ელექტრონული გაზეთები და ჟურნალები, პროგრამები, მათემატიკური უტილიტები, საოფისე ხელსაწყოები და მრავალი სხვა.