Google Wallet.

კომპანია Google–მა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, დაიწყო უკონტაქტო საგადასახადო სისტემის, Google Wallet–ის ტესტირება დაიწყო.

Google–ის პარტნიორები გახდნენ: ბანკი Citi, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა MasterCard, კომპანია First Data, რომელიც საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების დამუშავებით არის დაკავებული და ამერიკის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი Sprint.

სისტემა Google Wallet მუშაობს სმარტფონებში, რომლებიც აღჭურვილია NFC–ჩიპბით (Near Field Communication). შეძენილი ნივთების საფასურის გადასახდელად საკმარისია აპარატი მივაახლოვოთ მთვლელ მოწყობილობას, რის შემდეგაც ფული ავტომატურად ჩამოიჭრება საბანკო ანგარიშიდან.

დღეისათვის პროგრამა Google Wallet ხელმისაწვდომია მხოლოდ კომუნიკატორ Nexus S 4G–თვის, რომელიც Sprint–ის ქსელში არის ჩართული. სიახლით სარგებლობა შესაძლებელია ყველა საგადამხდელო ტერმინალში, რომელიც იღებს MasterCard PayPass–ის ბარათს. საწყისი ეტაპისთვის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ნიუ–იორკსა და სან–ფრანცისკოში; ეტაპობრივად ის სხვა ქალაქებშიც ამუშავდება.

NFC — უკაბელო მაღალსიხშირული კავშირის სისტემა მუშაობის მცირე რადიუსით, რომელიც, დაახლოებით, 10 სანტიმეტრის მანძილზე დაშორებულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ NFC–გაჯეტის საშუალებით შესაძლებელია უკონტაქტო მეთოდით ყიდვებისა და მომსახურეობის (მაგალითად, მგზავრობა მეტროში) გადახდა, შეძენილ საქონელზე დამატებითი ინფორმაციის მიღება და ა.შ.

ამასთან, სისტემა Google Wallet–მა გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება ინტერნეტ–აუქციონის, eBay–სა და მისი საგადამხდელო სისტემის, PayPal–ის მხრიდან: Google–ს ბრალი ედება საგადამხდელო საიდუმლოებების მოპარვაში, რომელიც მობილური გადახდის ტექნოლოგიებს ეხება. eBay–ს მხრიდან წამოსული პრეტენზიები დაკავშირებულია Google–ის მენეჯერებთან, ოსამა ბედიერთან (Osama Bedier) და სტეფან ტილენიუსთან (Stephanie Tilenius), რომლების ადრე PayPal–ში მუშაობდნენ, შემდეგ კი აქტიურად იღებდნენ მომაწილეობას Google Wallet–ის გაშვებაში. eBay–ს ბრალდებასთან დაკავშირებით Google–ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=gZGoXvzW4WU

წყარო: Google