Google I/O 2011: Android Honeycomb 3.1, Ice Cream Sandwich და სხვა შოკის მომგვრელი სიახლეები

Android Google

Android Honeycomb 3.1

დღეს, Google I/O 2011–ის (LIVE) კონფერენციაზე წარდგენილი იყო Android–ის განახლებული ვერსია პლანშეტებისთვის. უმთვარესი სიახლეები:

  • ვიჯეტებს უკვე გააჩნიათ სქროლინგის მხარდაჭერა — მაგალითად, ვიჯეტს Google Mail.
  • მოწყობილობა, უკვე, შეიძლება USB–ჰოსტად გამოვიყენოთ: XBox 360–ის ჯოისტიკის შეერთება და კამერიდან ფოტოების იმპორტი
  • Google TV უკვე 3.1–ზე და პროგრამების მაღაზიის მხარდაჭერა TV-ზე
  • განახლება Xoom Verizon–სთვის უკვე დღეიდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის — რამდენიმე კვირის განმავლობაში

Ice Cream Sandwich

Google მიისწრაფის იმისკენ, რომ Android იყოს ყველგან ერთი და open-source, ამიტომ დღეისათვის მიმდინარეობს დამუშავება, სწორ არქიტექტურასა და Framework–ში ინტენსიური «ინვესიტირება».

მაგალითად, წარდგენილი იყო პროგრამა, რომელიც სწავლობს მომხმარებლის თვალებს, ცხვირს, პირის ღრუს და უჩვენებს მის დახვეწილ 3D–სურათს. როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, პროგრამა მუშაობს შეუფერხებლად და ზუსტად:

სიახლე 2011 წლის მეოთხე კვარტლიდან ხელმისაწვდომი იქნება როგორ პლანშეტებისთვის, ასევე სმარტფონებისთვის.

Market

დღეიდან მარკეტში ხელმისაწვდომია წიგნები და ფილმები. ამასთან, ფილმების გადმოწერა შეგიძლიათ მოწყობილობაზე. ფასი $1.99–დან იწყება (HD $4.99–დან), რომელიც, «არენდის» სახით, ხელმისაწვდომია 30 დღის განმავლობაში, ხოლო თუ უკვე დაიწყეთ ყორება — 24 ს.თ–ს განმავლობაში.

Google–ის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ Market–ის ახალ ვერსიაში შესაძლებელია ფილმის «Pinning», ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გექნებათ ინტერნეტი ფილმის სტრინინგისთვის. თქვენ აკეთებთ «Pinning–ს» — და ფილმი ფონურ რეჟიმში ავტომატურად გადმოიწერება თქვენს მოწყობილობაში.

ფილმების საყურებელი პროგრამა Honeycomb 3.1–ს მოჰყვება, ხოლო 2.2+ მოწყობილობებისათვის ხელმისაწვდომია რამდენიმე კვირის განმავლობაში.

Music beta


  • «ღრუბლიდან» მუსიკის უკაბელო სინქრონიზაცია
  • ყველგან ხელმისაწვდომი playlists— ერთი და იგივე ფლეილისტი სმარტფონში, კომპიუტერსა და ტაბლეტში
  • ჭკვიანი ფლეილისტი
  • მუსიკის offline–ში მოსმენის შესაძლებლობა, ფილმის ანალოგიურად

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ZrNhKcxBbZo

თუმცა დღეისათვის მხოლოდ ინვაითით და მხოლოდ ა.შ.შ–ში.

შოკისმომგვრელი სიახლე

Google გააფორმა ხელშეკრულება მოწყობილობების მწარმოებლებთან და ისინი მისთვის Update–ებს გააკეთებენ (firmware–ის განახლებები Android–ის ახალ ვერსიებთან ერთად) როგორც მინიმუმ 18 თვის განმავლობაში!

აქსესუარები

ველოტრენაჟორი შეერთებულია Android–ზე კარდიო–თამაშისთვის

მოწყობილობების მართვა პლანშეტის გამოყენებით

ამასთან, უფასოა ADK, ლიცენზიის უფლების სრული თავისუფლება და ა.შ (გამარჯობა შენი, Apple! Made for iPod).

Android–ი სახლში

ასევე, წარდგენილი იყო რამდენიმე პროექტი, სადაც უჩვენეს თუ როგორ ეხმარება ადამიანს Android–მოწყობილობა სახლის «ავტომატიზაციაში»: საოჯახო ტექნიკის, განათებისა და უსაფრთხოების კონტროლი და მრავალი სხვა.

ამ მიზნისთვის Google–მა შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი (შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ერთმანეთს WI-FI-ს საშუალებით უკავშირდება).

LightingScience, წლის ბოლოსთვის, გეგმავს Android–თან თავსებადი ნათურების გაყიდვის დაწყებას. ნიმუშად წარდგენილი იყო Quake — როცა მომხმარებელი ისვრის, მაგიდაზე ნათურა ინთება.

roject Tungstein-მა აჩვენა, რომ მათ აქვთ პროგრამა რომელსაც შეუძლია თვითონ განსაზღვროს თუ რომელი დინამიკიდან უნდა ისმოდეს მუსიკა. ასევე აჩვენეს NFC-ჩართული CD touch და Tungstein speaker. ანუ მიიტანთ ანდროიდს NFC გააქტიურებულ დინამიკთან, აირჩევთ Google Music beta-დან სიმღერას და მოუსმენთ.

1 thought on “Google I/O 2011: Android Honeycomb 3.1, Ice Cream Sandwich და სხვა შოკის მომგვრელი სიახლეები

  1. ძალიან მაგარი სიახლეა! გაიხარე გიო 🙂 ANDROID!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.