Hellgate-ის დახურული ბეტა–ტესტირება ივნისში დაიწყება

Games

მიმდინარე წლის დასრულებამდე, შესაძლოა, ონლაინ RPG თამაშის, Hellgate–ის «ტრიუმფალური დაბრუნება» ვიხილოთ.

პროექტის ორიგინალი, Hellgate: London, შეგახსენებთ Flagship Studios–ის და Namco Bandai–ს პროდუქტს წარმოადგენს, რომლის რელიზი 2007 წლის 31 ოქტომბერს შედგა. თუმცა თამაში არ აღმოჩნდა მომგებიანი, როს გამოც 2009 წლის იანვარში ყველა სათამაშო სერვერი გაითიშა.

საწყის ეტაპზე მოსალოდნელია თამაშის დახურული ბეტა–ტესტირება, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაეწეროს და 3–დან 5 ივნისამდე დატესტოს თამაში. მოგვიანებით Hanbitsoft, რომელიც 2010 წლისდან ფლობს თამაშს, დამატებით რამდენიმე სატესტო ეტაპს გეგმავს. მოსალოდნელია, ასევე, ბეტა–ვერსია.

ხოლო წლის ბოლოს Hellgate გამოვა როგორც სრულიად უფასო პროექტი. ანუ ჩვენ არ მოგვიწევს ძირითად კონტენტთან წვდომისთვის ფულის გადახდა, გადავიხდით მხოლოდ დამატებითი მატერიალებისა და ფუნქციებისთვის.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Y4ID0i7_N0g

წყარო: Eurogamer

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.