Lenovo-მ წლიური მოგება მესამედით გაზარდა

ბიზნესი

Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორი, იან იუანცინი (2008 წლის მარტი; Imaginechina / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Lenovo–მ უკანასკნელი მეოთხედისა და 2010/2011 ფინანსური წლის მუშაონის შედეგები გამოაქვეყნა.

პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მიმწოდებელმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $4,88 მლრდ გამოიმუშავა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 13%–ით მეტია. სუფთა მოგებამ კი $42 მლნ შეადგინა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეალიზებული კომპიუტერების რაოდენობა 16%–ით გაიზარდა, ამასთან გასულ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1,1%–ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში, Lenovo–ს მიერ ჩინეთში რეალიზებული კომპიუტერების ფულადი ოდენობა, წლიური გამოთვლებით, 12,3%–ით გაიზარდა — $2,2 მლრდ–მდე. დღეისათვის, მშობლიურ რეგიონს Lenovo–სთვის, საერთო მოგების, დაახლოებით, ნახევარი მოაქვს. განვითარებადი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა $850 მლნ–ს მიაღწია (ზრდა — 14,2%), ხოლო განვითარებული ქვეყნებიდან ჩინურმა ვენდორმა $1,8 მლრდ მიიღო (ზრდა —13,4%).

Lenovo–ს წლიური შემოსავალი, თითქმის, მესამედით გაიზარდა და $21,6 მლრდს მიაღწია. სუფთა მოგებამ $273 მლნ შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ფინანსური წელი პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის 10,2%–ით დაასრულა.

წყარო: Lenovo

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.