Microsoft — «ბრძოლას გადარჩენისათვის»

Microsoft ბიზნესი

Microsoft ისევ აგრძელებს «ბრძოლას გადარჩენისათვის» და ამჯერად ის აპირებს კომპანია Google–ის შევიწროებას ჩინეთის საძიებო სისტემის ბაზარზე. ჩინეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია (Google Translate), რომ Microsoft ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემა Baidu–სთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც Bing–ის სარეკლამო პარტნიორი გახდება, ხოლო თავად Bing ჩინელი მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების ინგლისურ ენაზე გაცემას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft–მა Research in Motion–თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად Bing Blackberry–ის სმარტფონებში ძირითადი საძიებო სისტემა გახდება.

5 thoughts on “Microsoft — «ბრძოლას გადარჩენისათვის»

  1. არ ცხვენიათ? 😀

  2. განწირული ხავსს ეჭიდებოდაო… 🙂

  3. გიორგი says:

    ძალიან მომწონს თქვენი საიტი, ნამდვილად დასაფასებელ და კარგ საქმეს აკეთებთ, მაგრამ ძალიან მეცინება მაიკროსოფტზე თქვენი აზრით ცინიკურად, როცა წერთ 🙂

  4. დიდი მადლობა, გაიხარე! მაგრამ Microsoft–ზე ,,ჩვენი აზრით ცინიკურად,, იმიტომ ვწერთ, რომ კომპანიის ბიზნესი და მოგება, ძირითადად, წარსულის დამსახურებებზე დგას და არა მომავლის პროექტებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ ფინანსურ კვარტალში, office–ის წყალობით, დიდი ფინანსური მოგება ნახა, ხოლო Office Web Apps–ის განყოფილებამ კი კოლოსალური ზარალი განიცადა — $726 მლნ.

  5. MSინფო says:

    ყოჩაღ თქვენ, HoloLens, Windows 10, Microsoft Band, Lumia Division და სვები თუ წარსულია- მაშინ მართლა ყოჩაღ თქვენ… Hi-Tech კი არა Google fan page უფრო ხართ, რას ეფარებით ამ Tech-ს? =D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.