Microsoft, როგორც ჩანს, Nokia–ს შეიძენს

Microsoft ბიზნესი

Nokia–ს ხელმძღვანელი, სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Microsoft–ის ფოტო).

თუ ანალიტიკოს ელდარ მურტაზინის განცხადებას ვენდობით, Nokia და Microsoft, ერთ კვირაში, ბიზნესის ნაწილობრივ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ბატონი მურტაზინი იუწყება, რომ საუბარია «მაიკროსოფტის» მიერ Nokia–ს ტელეფონების ქვეგანყოფილების შეძენაზე. «ჯერჯერობით ამ მოლაპარაკების რეზულტატები საჯარო არ იქნება, თუმცა შეთანხმება, შესაძლოა, 2011 წლის ბოლომდე დაიხუროს: ორივე კომპანია ძალიან ჩქარობს», — აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გარიგების ფასს მურტაზინი არ ასახელებს, თუმცა რესურს SoftSailor–ს მიაჩნია, რომ Nokia–ს მობილურ ბიზნესში $30 მლრდ–ის გადახდა შეიძლება.

თუმცა, Nokia-ს ბრიტანელმა წარმომადგენლობამ აღნიშა, რომ მსგავს ჭორებს კომპანია, როგორც წესი, კომენტარს არ უკეთებს და დასძინა, რომ მურტაზინის განცხადებები «სულ უფრო ნაკლებად ზუსტი ხდება».

შეგახსენებთ, რომ ელდარ მურტაზინი მართალი აღმოჩნდა მაშინ, როცა წინასწარმეტყველებდა «ნოკიას» სათავეში შესაძლო ცვლილებებზე, ასევე მოწყობილობებში Windows Phone 7–ის გამოყენების გეგმებსა თუ Ovi–ის რებრენდინგზე.

წყარო: ელდარ მურტაზინის პირად/სოციალური დიღიური

2 thoughts on “Microsoft, როგორც ჩანს, Nokia–ს შეიძენს

  1. მურტაზინის და ნოკიას დაპირისპირების შემდეგ ნოკიასგან ასეთი განცხადება მოსალოდნელიც იყო 🙂

  2. Roman Karchava says:

    Microsoft ბოლო დროს სერიოზულ საქმეებს სჩადის 🙂 skype-ს ყიდვის შემდეგ Nokia???

    საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი?

    თუ ასე იქნა მაშინ ველოდეთ დევაის Microsoft-ს მიერ წარმოებულს თავისივე OS-ზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.