2015 წელს ნახევარგამტარული მიკროსქემების ბაზრის მოცულობა $400 მლრდ–ს მიაღწევს

ბიზნესი

Tim Pannell / Corbis–ის ფოტო.

კომპანია iSuppli პროგნოზირებს ნახევარგამტარილი პროდუქციის ბაზრის მოცულობის ზრდას 2015 წლამდე.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2010 წელს, მთელს მსოფიოში, $304,1 მლრდ–ის ნახევარგამტარული მიკროჩიპების რეალიზება მოხერხდა. 2009 წელთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი $229,5 მლრდ–ს შეადგენდა, ზრდამ 32%–ს მიაღწია, ანუ დაახლოებით $75 მლრდ, რაც ინდუსტრიის ისტორიაში აბსოლიტური რეკორდი გახდა.

მიმდინარე წელს, წინასწარი პროგნოზით, ბაზრის მოცულობა 7,2%–ით გაიზრდება და $325,9 მლრდ–ს მიაღწევს. მაქსიმალური ზრდა მოსალოდნელია უკაბელო მიკროჩიპებისა და მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ნახევარგამტარული პროდუქციის სეგმენტში. თუ გავითვალისწინებთ კომპიუტერების, სმარტფონების, ბუქრიდერებისა და ჯიბის სათამაშო კონსოლების მზარდ ბაზარს, «წინასწარმეტყველება» სრულიად ლოგიკურია.

2012 და 2013 წლებში, iSuppli–ს შეფასებით, ზრდა შესაბამისად 4,8 და 4,0%–ს შეადგენს, ხოლო 2014 და 2015 წლებში — 8,0 და 7,5%–ს. შედეგად, 2015 წლიდან, ყოველ წელს, ნახევარგამტარული მიკროჩიპების მწარმოებლები 400 მლრდ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებენ.

წყარო: iSuppli

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.