TheHotGadget.com–ის ფოტო.

კომპანია comScore–მ ფიჭური აპარატების ამერიკული ბაზრის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა.

მობილური ტელეფონი ან სმარტფონი 13 წელს გადაცილებულ 234 მლნ ამერიკელს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ა.შ.შ–ში ყველაზე დიდი პოპულარობით Samsung–ის მოწყობილობები სარგებლობს: მისი წილი 24,5%–ს შეადგენს. LG Electronics და Motorola რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, რომლებიც, შესაბამისად, ბაზრის 20,9 და 15,6%–ს ფლობენ. შემდეგ მოდიან Apple (8,3%) და Research In Motion (8,2%).

სმარტფონით სარგებლობს 74,6 მლნ ამერიკელი. ოპერაციული სისტემა Google Android დაყენებულია კომუნიკატორების 36,4%–ში; რიგით მეორე, ყველაზე გავრცელებული OS — Apple iOS, ბაზრის 26,0%. მესამე ადგილს არავის არ უთმობს Research In Motion (25,7%), ხოლო რაც შეეხება Microsoft–სა და Palm–ს, ისინი ბაზრის 6,7 და 2,6%–ს დასჯერდნენ.

და ბოლოს, საინტერესო ინფორმაცია სტატისტიკის მოყვარულთათვის: მობილური ქსელის, დაახლოებით, 70% აგზავნის SMS-ებს, 39% იყენებს ბრაუზერს, 18% უარს არ ამბობს თავისი პორტატული მოწყობილობით მოუსმინოს მუსიკას, თამაშებს აბონენტთა 26% უთმობს დროს, ხოლო 28% შედის სოციალურ ქსელში.

წყარო: comScore