Archos G9: პლანშეტები ორბირთვიანი პროცესორით

Android Google Hardware

ფრანგული კომპანია Archos, სექტემბრის ბოლოს იწყებს, G9 სეერის ორი პლანშეტური კომპიუტერის გაყიდვებს Android 3.1-ის (Honeycomb) პლატფორმაზე.

პლანშეტებს Archos 80 G9-ს და Archos 101 G9-ს გააჩნიათ, პროცესორი TI OMAP4 ორი ბირთვით ( ტაქტური სიხშირე — 1,5 გჰც), მყარი დისკი მოცულობით 250 გბ, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები, GPS-მიმღები, ორიენტაციის სენსორი, ელექტრონული კომპასი, USB და Mini HDMI ინტერფეისი.

მოდელი Archos 80 G9 აღჭურვილია 8-დიუმიანი დისპლეით, გარჩევადობა 1024×768. Archos 101 G9-ს აქვს 10,1-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით 1280×800. ორივე პლანშეტს აქვს წინა კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში. მწარმოებელი დამატებით აქსესუარად გვთავაზობს კომპაქტურ 3G-მოდულს USB ინტერფეისით.

პლნაშეტების Archos 80 G9-ის და Archos 101 G9-ის ღირებულება არის  280 და 350 დოლარი შესაბამისად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.