Double Research & Development Company-ის ინჟინრებმა შექმნეს არასტანდარტული კომპიუტერული მანიპულატორი Amenbo, რომელიც გაჯეტის ხუთივე თითით მართვას უზრუნველყოფს.

მოწყობილობა შედგება ხელისგულის დასადებისგან, რომელიც შნურების მეშვეობით უერთდება ხუთ სპეციალურ პანელს, რომლებიც განკუთვნილია თითებისთვის. მაუს Amenbo-ს შეუძლია გამოიცნოს არამარტო თითოეული თითის მოძრაობა, არამედ პანელზე დაჭერის ძალაც.

მწარმოებლების განცახადებით, კონტროლერი გამოყენებული იქნება პროფესიონალურ პროგრამებთან სამუშაოდ, მაგალითად, 3D-მოდელირების პაკეტებთან. ტრადიციული მაუსებისგან Amenbo გამოირჩევა იმით, რომ მასზე მანიპულირება შესაძლებელია ყველა თითით და ამასთანვე «გრძნობს» დაწოლის დონეს.

თუ Amenbo-ს შევადარებთ ჩვეულებრივ სენსორულ პანელებს, ამ შემთხევაში სიახლის უპირატესეობა გამოიხატება იმაში რომ, მან «იცის», რომელი თითით შეასრულებს მომხმარებელი მოქმედებას.

როდის გამოვა Amenbo მასიურ წარმოებაში, ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=0sHNlaQfXpg

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.