ავსტრალიელმა სტუდენტებმა შექმნეს ორიგინალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ორი დიდი ბორბლისაგან შედგება, რომელთა შორისაც მოთავსებულია ღია კაბინა მძღოლისათვის.

ორბორბლიანი მოწყობილობის სახელია EDWARD — რომელიც Electric Diwheel With Active Rotation Damping-იდანაა შემოკლებული (“ელექტრონული დიციკლი ბრუნვის ჩახშობის აქტიური მექანიზმით”). ადელაიდის უნივერსიტეტის ინჟინრები მასზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

თუ ადრე ასეთი “ეკიპაჟები” მოძრაობაში მოყავდათ ფიზიკური ძალით ან შიდა ძრავით, ეხლა ახალი ვარიანტში გამოყენებულია მხოლოდ ელექტროძრავი და აკუმლატორი, რომელიც ყოფნის ერთი საათი აქტიური მუშაობისათვის. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 40 კმ/სთ.

როგორც ყველა დიციკლი, EDWARD-ის შემთხვევაშიც გამოჩნდა ერთი პრობლემა, მოძრაობისას ძლიერი რხევა, რომელშიც ზის მძღოლი. შემქმნელებმა ეს პრობლემა შემდეგნაირად გადაჭრეს, მათ შექმნეს სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც ირთვება სურვილისამებრ. თუმცა ის კაბინის სრულ მდგრადობას ვერ უზრუნველყოფს: ვერტიკალური ღერძიდან გადახრა შესაძლოა აღწევდეს 12˚-ს. მაგრამ შიგნით მჯდომი ზღვის დაავადებას არ განიცდის. თუ თვითონ არ მოინდომებს სტაბილიზაციის მექანიზმის გამორთვას და რამოდენიმე მანევრის შესრულებას.

შემქმნელებს ელექტროდიციკლის დეტალური ტექნიკური მაჩვენებლები არ მოჰყავთ და ასევე არაფერს ამბობენ მისი პრაქტიკული გამოყენების სფეროებზე. ასე, რომ როგორც ჩანს EDWARD ასევე დარჩება სიმპათიურ ელექრტრონულ პროექტად.

გამოყენებულია Wired-ის მასალები.