მოპასუხე ლარი ელისონი, Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Hewlett-Packard–მა, პირობისამებრ, წამოიწყო სასამართლო ომი კორპორაცია Oracle–ს წინააღმდეგ.

დავის მიზეზე Oracle–ს არცთუ ისე დიდი ხნის წინდელი გადაწყვეტილება გახდა, როცა კორპორაციამ შეწყვიტა Intel Itanium–ის არქიტექტურის სერვერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ Itanium–ის ჩიპები «ძალიან ახლოს არის სიცოცხლის დასრულებასთან», ამიტომაც ამ პლატფორმისთვის ენერგიის ხარჯვა არ არის მიიზანშეწინილი.

HP–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ Oracle–ს გადაწყვეტილება არღვევს 140 ათასი საერთო მომხმარებლის წინაშე აღებულ ვალდებულებას. გარდა ამისა, НР–ის მტკიცებით, Oracle არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობს Hewlett-Packard–ის მომხმარებლის საკუთარ პროდუქციაზე გადაყვანას.

რაც შეეხება Oracle–ს, დავას სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს და ამატებს, რომ HP ცდილობს დამკვეთებისა და აქციონერების შეცდომაში შეყვანას, რადგან იცის რომ Itanium–ის წარმოება ძალიან მალე შეწყდება, თუმცა თავად ამას არ აღიარებს.

ასეა თუ ისე, კომპანია Intel–მა განაცხადა, რომ არ აპირებს პლატფორმა Itanium–ის განვითარების შეწყვეტას.

წყარო: Wall Street Journal