HTC–ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, პიტერ ჩოუ (Stephen Shankland / CNET–ის ფოტო).

HTC-ის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ, Qualcomm Uplinq–ის კონფერენციაზე გამოსვლისას (სან–დიეგო, კალიფორნია, ა.შ.შ), სმარტფონების ბაზარზე, კომპანიის წარმატებების შესახებ ისაუბრა.

ჩოუს სიტყვებით, HTC ერთ–ერთი უმსხვილესი Android-დეველოპერი გახდა, რომელიც მხოლოდ Google–ს ჩამორჩება. გარდა ამისა, Canalys–ის შეფასებით, გაყიდული «გუგლფონების» რაოდენობით, კომპანია ლიდერობას არავის არ უთმობს.

НТС–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეალიზებულმა კომუნიკატორების რაოდენობამ 9,7 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდამ 100% შეადგინა. თუ გაყიდვების მსგავსი ტემპები შენარჩუნდა, 2011 წლის განმავლობაში, HTC–მა შესაძლოა 40 მლნ სმარტფონი გაყიდოს. შედარებისთვის: 2010 წელს რეალიზებული მოწყობილობების რაოდენობა 25 მლნ ერთეულს შეადგენდა.

IDC ანალიტიკოსების შეფასებით, «ჭკვიანი ტელეფონების» უმსხვილეს მწარმოებელთა დავაში, ბაზრის 9%–ით, НТС მეხუთე ადგილს იკავებს.

ბატონმა ჩოუმ, ასევე, დაამატა, რომ НТС Windows Phone 7-ის ბაზაზე შექმნილი ახალი სმარტფონების წარმოებას გეგმავს.

წყარო: CNET