ამ არც ისე ძვირ მოწყობილობას შეუძლია როგორც ღია სივრცეში, ისე შენობაში გადაადგილებაც.

რადიომართვადი, კალათბურთის ბურთის ხელა რობოტი, მიწას ერთადერთი პროპელერის მეშვეობით შორდება და წონასწორობას რვა, მოძრავი ფრთის მეშვეობით ინარჩუნებს, რომელებიც სფეროსებრი კონსტრუქციის შიგნითაა მოთავსებული. ფრენისას ავითარებს მაქსიმუმ 60 კმ/სთ სიჩქარეს. ფრენის სიმაღლე და ხანგრძლივობა (როგორც სხვა ტექნიკური მახასიათებლები) ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება —გასაიდუმლოებულია როგორც ჩანს.

ამ გამოგონებისათვის იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ტექნოლოგიურ დეპარტამენტს ნახევარი წელი დასჭირდა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ზოგიერთი ნაწილის ელექტრონიკის მაღაზიაში შეძენა შეიძლება მისი ფასი საკმაოდ იაფია 110 000 იენი ( 1 400 იენი).

აერორგოლს შეუძლია ჰაერში ერთ ადგილას გაჩერება, ხოლო ჩამონტაჟებული სენსორები ეხმარებიან წინაღობების აცილებაში. თუმცა, თუნდაც სახლთან ან რაიმე უძრავ სხეულთან შეჯახების შემდეგაც აპარტი ძირს არ დაეცემა, ის უბრალოდ გაიწევს გვერდის და განაგრძობს გზას.

იქიდან გამომდინარე, რომ რობოტი აღჭურვილია კამერებით, მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნების დაკვირვებისათვის. მაგრამ მის კონკრეტულ გამოყენების სფეროზე სამხედროები ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ.

გამოყენებულია IEEE Spectrum-ის მასალები.