Oracle Google–სგან «მილიარდობით დოლარს» მოითხოვს

Google ბიზნესი

Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ელისონი (2004 წელი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

დასახელდა კომპენსაციის მოცულობა, რომლის მიღებსაც კორპორაცია Oracle, პატენტის უფლების დარღვევისთვის, კომპანია Google–სგან გეგმავს.

ზემოთხსენებული საქმის განხილვა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. საძიეობო სისტემას ბრალი ედება Oracle–ს, როგორც მინიმუმ, შვიდი პატენტის უფლების დარღევაში, რომელიც პლატფორმა Java–სთან არის დაკავშირებული. ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ დაცული ტექნოლოგია არაკანონიერად გამოიყენება მობილურ ოპეარციულ სისტემა Android–ში.

Oracle–ს განცხადებით, რომელმაც Java–ზე უფლება 2010 წელს Sun Microsystems–ის შეძენსათან ერთად მიიღო, Google–მა იცოდა პატენტის არსებობის შესახებ, თუმცა მაინც აგრძელებდა Java-პროდუქტების უკანონო გამოყენებას.

დღეისათვის გავრცელებული ინფორმაციით, Oracle Google–სგან «მილიარდობით დოლარის» მიღებას გეგმავს. საქმის განხილვა ნოემბრში განახლდება.

წყარო: რეიტერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.