კომპანია Panasonic–მა Android–სმარტფონების წარმოების დაწყებას გეგმავს.

დღემდე Panasonic იაფფასიან მობილურ ტელეფონებს აწარმოებს, ისიც მხოლოდ იაპონური კავშირგაბმულობის ოპერატორებისთვის, მათ შორის NTT DoCoMo–სთვის. ადგილობრივ ბაზარზე, ფიჭური «ყურმილების» გაყიდვების მოცულობით, კომპანია, ლიდერთა დავაში, მეორე ადგილს იკავებს (პირველზეა Sharp).

Panasonic–ის პირველი Android-კომუნიკატორები, იაპონურ ბაზარზე, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდება — P-07C მოდელი. ამ მწყობილობას გააჩნია 4,3 დიუმიანი სენსორული ეკრანი გაფართოებით 480×854 წერტილი, კამერა 5,1-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi და Bluetooth ადაფტერები, GPS მიმღები, ასევე TV–ტუნერი.

ხოლო სმარტფონების საერთაშორისო ბაზარზე გასვლას კომპანია Panasonic 2012 წლისთვის გეგმავს, თუმცა თავიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოჩნდება (კონკრეტულა რომელში, ჯერჯერობით უცნობია). ამასთან, მობილური ტელეფონების იაპონური მწარმოებელი მომხმარებელთა ყურადღების მიქცევას საკუთარი პროდუქციის თხელი კორპუსით, შესანიშნავი დიზაინითა და ავტონომიური მუშაობის გახანგრძლივებული დროით გეგმავს.

IDC–ის მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში სმარტფონების გაყიდვების მოცულობა 80% პროცენტით გაიზარდა და 99,6 მლნ ერთეულს მიაღწია.

httpvhd://youtu.be/tDZP7U3cJ1M

წყარო: Forbes