შემდეგი წლის მეორე კვარტალში კომპანია Samsung გეგმავს მოქნილი ეკრანების მასიურ წარმოებას პორტატული მოწყობილობებისთვის.

ცნობილია, რომ წარმოებაში გამოყენებული იქნება AMOLED (აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე) ტექნოლოგია. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ეკრანების შექმნა, რომელასაც სჭირდება უფრო ნაკლები ენერგომოხმარება, ვიდრე ტრადიციულ თხევადკრისტარულ-დისპლეებს, გარდა ამისა, არის უფრო თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერის გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა.

პანელებს, მოქნილობას მისცემს პლასტიკური სუბსტრატი. აღსანიშნავია, რომ დრეკადობის რადიუსი შეადგენს 2 სანტიმეტრს; თეორიულად, შესაძლებელია ეკრანს მიეცეს მილის ფორმა.

«სამსუნგი» დასაწყისისთვის, გამოუშვებს 4-დიუმიან და 4,5-დიუმიან მოქნილ დისპლეებს, რომელიც გამოყენებულია იქნება სმარტფონებში. ხოლო, პერსპექტიავში იგეგმება, დიდი და პატარა პანელების გამოშვება სხვადსხვა გაჯეტებისთვის, მათ შორის, პლანშეტური კომპიუტერებისთვის და ხელის საათებისთვის.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.