ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung ამზადებს 7-დიუმიანი პლანშეტური კომპიუტერის Galaxy Tab-ის შემცვლელს, რომელიც წარმოდგეინილი იყო გასული წლის სექტემბერში.

შეგახსენებთ: Galaxy Tab-ს გააჩნია Hummingbird-ის პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც, 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1024×600 წერტილი, Bluetooth 3.0 და Wi-Fi ადაპტერები, GPS-მიმღები, ორი კამერა და ა.შ.

სიახლეს, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც Galaxy Tab 7, სავარაუდოდ, მიიღებს, 1,2-გიგაჰერციან პროცესორს Samsung Exynos-ს ორი ბირთვით და ჩაშენებულ გრაფიკულ კონტორლერს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს, ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მეხსიერება — 16 გბ.

ჭორების თანახმად, სიახლეს, ექნება ისეთივე დისპლეი, როგორიც ჰქონდა მის წინამორბებს, ანუ 7-დიუმიანი დიაგონალი და გარჩევადობა 1024×600 წერტილი. ასევე აღსანიშნავია, ორი კამერა, MicroSD ფლეშ-ბარათები, Wi-Fi და 3G მოდულები. ოპერაციული სისტემა — Android 2.3.4.

სიახლე, სავარაუდოდ გამოვა შემოდგომაზე — ოქტომბერში ან ნოებერში.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.