Sony Ericsson Xperia ray და Xperia active: სმარტფონები Android 2.3 ვერსიის პლატფორმაზე

Android Google Hardware

კომპანია Sony Ericsson-მა, შეავსო თავისი სმარტფონების ხაზი ორი მოდელით: Sony Ericsson Xperia ray და Xperia active, რომლებიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში.

სმარტფონ Xperia ray-ს გააჩნია 3.3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 854×480 წერტილი, 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8,1-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში. აპარატის ზომები — 111×53×9,4 მმ, წონა — 100 გ. ავტომატური მუშაობის დრო ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში, აღწევს 7 საათამდე, ხოლო მოლოდინის რეჟიმში 440 საათამდე.

მეორე სიახლე, Xperia active შესრულებულია დალუქულ კორპუსში, რისი მეშვეობითაც; მას არ ედება მტვერი და შესაძლებელია მისი გაჩერება წყლის ქვეშ ნახევარი საათით ერთი მეტრის სიღრმეზე.  3-დიუმიან ეკრანს აქვს, წერტილოვანი გარჩევადობა 320×480; არის 5-მეგაპიქსელიანი კამერა. მოდელის ზომებია: 55×92×16,5 მმ, წონა — 111 გ. სასაუბრო რეჟიმში მუშაობის დრო — 5,5 საათამე, ხოლო მოლოდინის რეჟიმში 350 საათამდე.

Xperia active

ორივე სმარტფონს აქვს 1-გიგაჰერციანი პროცესორი, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი და MicroSD სლოტი (კომპლექტში შედის მეხსიერების ბარათი).

ოპერაციული სისიტემა Android 2.3 (Gingerbread).

სმარტფონები განკუთვნილია GSM/EDGE და UMTS/HSPA ქსელებისთვის.

მოწყობილობები გაყიდავაში გამოვა მესამე კვარტალში.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=t05991f5WlY

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.