დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი (Jeff Bezos)

აქამდე, ცნობილი იყო, რომ ინტერნეტ-მაღაზია Amazon, წარმოადგენდა საკუთარ პლანშეტურ კომპიუტერს. ამჯერად, ამ ინფორმაციას ადასტურებს გაზეთი Wall Street Journal.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოქტომბრამდე, უფრო ზუსტად, აგვისტოში ან სექტემბერში. სავარაუდოდ ის მიიღებს, 9-დიუმიან დისპლეის, ხოლო ოპერაციული სისტემის როლს შეასრულებს, «ყველგან მყოფი» ოპერაციული სისტემა Android.

ჭორების თანახმად, Amazon-მა, მესამე კვარტლისთვის შეუკვეთა 1,0–1,2 მლნ ცალი პლნაშეტური კომპიუტერი. მოწყობილობას არ ექნება ჩაშნებული კამერა, ხოლო მომხარებლებს შეეძლებათ მისი გამოყენება, ვიდოეს საყურებლად, აუდიომატერიალების გასაშვებად, წიგნების წასაკითხად და ა.შ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში ინტერნეტ-მაღაზია დააანონსებს Kindle-ის ორ ახალ მოდიფიკაციას. ერთერთ მათგანს ექნება სენსორული დისპლეი.

გამოყენებულია Wall Street Journal-ის მასალები.