კომპანია gScreen-მა წარმოადგინა არასტანდარტული პროტატული კომპიუტერი SpaceBook, რომელიც შესრულებულია Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. მსურველებს უკვე შეუძლიათ, შეუკვეთონ SpaceBook.
სიახლის მთავარი განსაკუთრებულობა — ორი 17-დიუმიანი დისპლეი (გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი). ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ეკრანები იმალებიან ერთმანეთის უკან და მომხმარებელს გააჩნია წვოდმა, მხოლოდ ერთერთ მათგანზე. ხოლო საჭიროების შემთხევაში, სპეციალური მექანიზმის საშუალებით, თხ-პანელებს შეუძლიათ გვერდზე გაწევა.
SpaceBook-ის მწარმოებლებისთვის შეთავაზებულია ორი მოდიფიკაცია: პირველ მოდიფიაკაციაში შედის: პროცესორი Core i5-560M ტაქტური სიხშირით 2,66 გჰც და 4 გბ ოპერატოული მეხსიერება; ხოლო მეორე მოდიფიკაციაში: ჩიპი Core i7-740QM ტაქტური სიხშირით 1,73 გჰც და 8 გბ RAM. მოწყობილობების ღირებულება არის — $2 400 და $3 800 მოდიფიკაციების შესაბამისად.
ნოუთბუქებს აქვთ, გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GTS 250M 1 გბ მეხსიერებით, მყარი დისკი მოცულობით 500 გბ, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, ქარდრიდერი და ასევე DVD-რექორდერი. პროგრამული პლატფორმის როლს თამაშობს Windows 7-ის ოპერაციული სისტემა.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=0EIVwoYh2dI
გამოყენებულია gScreen-ის მასალები.