Motorola-ს ფიჭური აპარატების ქვეგანყოფილების უფროსი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)

კომპანია Motorola წლის ბოლომდე გამოუშვებს მძლავრ კომუნიკატორს Android-ის პლატფორმაზე.

აპარატი, დასახელბით Dinara, კორპუსის კონსტრუქციით, წააგავს მოდელს Droid Bionic-ს. ამ უკანასკნელს, გააჩნია, მონობლოკის ტიპის ფორმფაქტორი; 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეის გარჩევადობა — 540×960 წერტილი.

Dinara, როგორც ცნობილია, მიიღებს დიდ HD-ეკრანს, რომლის გარჩევადობაც შეადგენს  540×960 ან 720×1280 პიქსელი. სმარტფონს სავარაუდოდ ექნება, ორ ბირთვიანი პროცესორი Texas Instruments და სიხშირე მინიმუმ 1,2 გჰც.

ასევე ნახსენებია, ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 13-მეგაპიქსელიანი მატრიცით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა  — 1 გბ; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა, ჭორების თანახმად, შეადგენს 16 გბ-ს.

კომუნიკატორი მიიღებს, მუდმივ აკუმულატორულ ელემენტს და სავარაუდოდ, შეძლებს, მეოთხე თაობის LTE ქსელებში მუშაობას.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.