Samsung-მა, შესაძლოა, გამოუშვას სმარტფონი 3D-კონტენტის მხარდაჭერით

Android Google Hardware Samsung

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung, ამზადებს ფლაგმანურ სმარტფონს მოცულობითი კონტენტის მხარდაჭერით.

აპარატი, დასახელებით Galaxy 3D, არსებული ინფორმაციით შესრულებული იქნება 4,3-დიუმიანი სენსორული დისპელით. სტერეოსკოპიული სურათის სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე.

ჭორების თანახმად, მოწყობილობა მიიღებს, Exynos-ის ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ასევე, ნახსენებია, ორმაგი 8-მეგაპიქსელიანი კამერა 3D-გადაღებისთვის და HDMI ინტერფეისი.

Galaxy 3D-ს, დებიუტი, შესაძლოა შედგეს 2011 წლის ბოლოს — უფრო ზუსტად, მეოთხე კვარტალში. აღსანიშნავია, რომ მასში დაინსტალირებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 2.3.

სმარტფონებს 3D-კონტენტის მხარდაჭერით, უკვე გვთავაზობს სხვა მწარმოებლებიც. მაგალითად, LG Electronics-ს აქვს, მოდელი Optimus 3D, რომელიც შესრულებულია 4,3-დიუმიანი ეკრანით და ორი კამერით.

აქვე შეგახსენებთ, რომ Sharp-მა წარმოდგინა მსოფლიოში პირველი «გუგულფონი» 3D დისპლეით.

გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.