იაპონიაში გამოჩნდა დაწოლის სამგანზომილებიანი სენსორი, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები თვლიან გამოსადეგია ანდროიდებისათვის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ადამიანებთან საურთიერთობოდ.

ShokkacCube, ტოკიოს უნივერსიტეტის Touchence, პროდუქტი, წარმოადგენს მცირე ზომის პარალელეპიპედს ელასტიური მასალისაგან. სენსორი აფიქსირებს ყველა მოქმედებებს, რომელიც იწვევს მის დეფორმაციას, მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს.

როდესაც რობოტი ეხება ადამიანს, რკილის შეგრძნებას ნამდვილად ჯობია ამ მასალის შეგრძნება (ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ შემქმნელები). მაგრამ მხოლოდ რბილი გარსი მექანიკური კიდურებისათვის საკმარისი არ არის: ასევე საჭიროა მოჭერის ძალის კონტროლიც. სწორედ აქ გამოდგება ელასტიური სენსორი, ამბობს Touchence -ის ვიცე პრეზიდენტი ნაოა მარუიამა.

ShokkacCube-ს აქვს მოქმედების ოპტიკური პრინციპი, ხსნის ბატონი მარუიამა. სენსორის შიგნიდან მომდინარე შუქს ღებულობს ზედაპირზე განლაგებული ხუთი მიმღები. გარე ძალების გავლენით სენსორის ფორმის შეცვლა, აღიბეჭდება მიღებული სინათლის სიგნალის ინტენსივობაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრება გარე დაწოლის ძალა და მიმართულება. მოწყობილობის მუშა ნაწილი უერთდება კონტროლერს. ერთ სამართავ მოწყობილობას შეუძლია ცხლა სენსორულ ელემენტთან ურთიერთქმედება.

სისტემის პროტოტიპი გაყიდვაში წინა წლის დეკემბერში გამოვიდა. ეხლანდელი მოდიფიკაცია, გაცილებით გაიაფდა და საჭიროებს ნაკლებ ენერგიას. მომხმარებლებისთვის ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება აგვისტოში, ხოლო 2012 წლის აპრილისათვის კი გამოჩნდება ფინალური ვერსია.

მწარმოებლებმა ტოკიოში, წინა კვირას გამართულ გამოფენა ROBOTECH 2011-ზე წარმოადგინეს რობოფეხი, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო სამი ShokkacCube

httpvhd://www.youtube.com/watch?v=pzgOm8roVuQ

გამოყენებულია  DigInfo TV-ის მასალები.