Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი, MacBook Air–ის ახალ მოდელის პრეზენტაციაზე (Josh Lowensohn / CNET–ის ფოტო).

კომპანია DisplaySearch–მა, 2011 წლის მეორე კვარტლის, მობილური კომპიუტერების მსოფლიო ბაზარზე ძალთა გადანაწილება შეაფასა.

გამოქვეყნებული სტატისტიკა გულისხმობს ნოუთბუქებისა და პლანშეტების გაყიდვების მოცულობას. სამი თვის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, 64,4 მლნ პორტატული PC გაიყიდა, რაც 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 28%–ით მეტია. მოთხოვნა პლანშეტებზე, წლიური გამოთვლებით, 400%–ით გაიზარდა — 16,4 მლნ ერთეულამდე, ხოლო ლეფტოპების გაყიდვების მოცულობა — მხოლოდ 25%–ით და 48 მლნ ერთეული შეადგინა.

Hewlett-Packard-ის ჩამოტოვების შემდეგ, კომპანია Apple მობილური კომპიუტერების უმსხვილეს მწარმოებელთა დავაში ლიდერობას არავის უთმობს. მეორე კვარტალში სტივ ჯობსის იმპერიამ 13,6 მლნ პორტატული კომპიუტერის რეალიზება მოახერხა, საიდანაც  iPad–ის წილი 10,7 მლნ–ს შეადგენს. Apple –ის საბაზრო წილმა 21,1%–ს მიაღწია. 2010 წელის მეორე მეოთხედთან შედარებით მოთხოვნა «აიპადებზე» 107%–ით გაიზარდა.

НР–იმ სრული კვარტლის განმავლობაში ბაზარზე 9,7 მლნ მობილური კომპიუტერი გაიტანა; კომპანია ბაზრის 15,0%–ს ფლობს. შემდეგ მოდიან Dell (7,5 მლნ ერთეული; 11,6%), Acer (7,0 მლნ; 10,9%) და Lenovo (4,8 მლნ; 7,5%).

წყარო: DisplaySearch