Samsung Galaxy-ის ევროპაში გაყიდვა აიკრძალა

Apple Samsung ბიზნესი

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy Tab 10.1–ის ევროპაში გაყიდვა. ახლა კი ჰოლანდიის სასამართლომ გამოიტანა ანალოგიური სარჩელი Samsung–ის სამი სმარტონის მისამართით — Galaxy S, Galaxy S II და Galaxy Ace.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დასახელებულ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოიყენება Apple–ის ტექნოლოგია, რომელიც ციფრული ფოტოგრაფიის კოლექციის ნავიგაციას ეხება. გარდა ამისა სასამართლომ უარყო Apple–ის ყველა პრეტენზია, მათ შორის ბრალდება, თითქოსდა  Galaxy აკოპირებს «აიფონის» დიზაინს.

ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ეხება Samsung–ის ჰოლანდიურ წარმომადგენლობას, რომელსაც ამიერიდან ეკრძალება ჩამოთვლილი სმარტფონების გაყიდვა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. დადგენილება ძალაში 13 ოქტომბრიდან შევა; მანამდე, კომუნიკატორებში პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით, Samsung–ს საშუალება ეძლევა მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ასევე იუწყებიან, რომ Apple–სა და Samsung–ს შორის გაჩაღებული დავას, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, 2012 წლის 30 ივნის შეერთებული შტატების სასამართლოც განიხილავს.

წყარო: რეიტერი

1 thought on “Samsung Galaxy-ის ევროპაში გაყიდვა აიკრძალა

  1. სხვა გზა ვერაღ ნახა ეფლმა? სასაცილოა უბრალოდ. მომავალ პოდკასტში აუცილებლად განვიხილავთ ამ თემას…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.