Microsoft–მა გახსნა ბლოგი — «Windows 8–ის შექმნა»

Microsoft Software

სტივენ სინოფსკი (Microsoft–ის ფოტო).

კორპორაცია  Microsoft–მა გახსნა ბლოგი სახელწოდებით «Windows 8–ის შექმნა», სადაც, როგორც დაგეგმილია, რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია OS-ის დამუშავების შესახებ.

პირველი პოსტი გამოაქვეყნა Microsoft–ის პლატფორმა Windows–ის განყოფილების პრეზიდენტმა, სტივენ სინოფსკიმ. მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემა იქნება საუკეთესო პლატფორმა ძველი თუ უახლესი გამომთვლელი მანქანებისათვის. Microsoft–ში კი აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი OS კომპანიის არსებობის ისტორიაში.

სინოფსკიმ ასევე აღნიშნა, რომ Windows 8–ის წინასწარი ვერსია «უახლოეს თვეებში გამოვა», ხოლო შემდეგ კვირას Microsoft ახალი ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობის განხილვას შეუდგება — დაწყებული ფუნდამენტალური კომპონენტებიდან სამომხმარებლო ინტერფეისით დამთავრებული, მოწყობილობების მხარდაჭერა, ქსელური ინტერფეისი და ა.შ.

ბლოგი «Windows 8–ის შექმნა» ნათარგმნია შვიდ ენაზე. მკითხველებს და მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ კომენტარებისა და ელექტრონული წერილების სახით ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი აზრები და შეხედულება (რატომღაც ლინუქსი მახსენდება 😉 ).

Windows 8 გახდება Microsoft –ის პირველი OS პერსონალური კომპიუტერებისათვის, რომელსაც ARM არქიტექტურის  х86–პროცსორების მხარდაწერა ექნება. პროდუქტის ფინალური ვერსია სინათლეს 2012 წელს იხილავს.

წყარო: Microsoft

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.