Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელი, კრის ვებერი (All Things Digital–ის ფოტო).

Nokia წყვეტს Symbian–მოწყობილობების გაყიდვას ა.შ.შ–სა და კანადის ბაზარზე. ამის შესახებ,  Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელის, კრის ვებერის (Chris Weber) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყებიან «სანდო ვებ–რესურსები».

მისი თქმით, კომპანია Symbian–სმარტფონებისა და S40–პლატფორის მქონე აპარატების მიწოდების შეწყვეტას გეგმავს. ამასთან დასძინა, რომ ჩრდილო ამერიკული ბაზარი კომპანიისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ ბაზრად რჩება: ამ ნაწილისთვის დაგეგმილია Windows Phone 7–ის ბაზაზე შექმნილი კომუნიკატორების მიწოდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ Windows–სმარტფონები ა.შ.შ–სა და კანადაში ადგილობრივი კავშირგაბმულობის ოპერატორების მეშვეობით მოხვდება. ასეთი მოწყობილობების გამოჩენა 2011 წლის მიწურულისთვის არის მოსალოდნელი.

ასევე შეგახსენებთ, რომ Nokia–მ დაკარგა ლიდერის სტატუსი სმარტფონების მიმწოდებელთა დავაში. კომპანიის წილი, ერთი წლის განმავლობაში 37,3–დან 15,7%–მდე ჩამოვიდა. დღეისათვის, 19,1%–ით, რეიტინგს სათავეში სტივ ჯობსის იმპერია, Apple უდგას, ხოლო მეორე ადგილზე სამხრეთ კორეული კომპანია, Samsung იმყოფება, მისი საბაზრო წილი 16,2%–ს შეადგენს.

წყარო: All Things Digital