Android 4.0: 13 მოსალოდნელი სიახლე

Android Google

Google-ის წარმომადგენლის მაიკ კლერონის სიტყვებით Android-ის შემდეგი ვერსია (კოდური დასახელებით (Ice Cream Sandwich) იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი კომპანიის ისტორიაში. ჩვენ ვიცით, რომ დეველოპერების გუნდი  მუშაობს ახალი ვერსიაზე, რომელიც მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი. მინდა შემოგთავაზოთ მოსაზრებები იმის შესახებ თუ რა შეიძლება შემოგვთავაზონ ახალ ვერსიაში.

1. ერთი ოპერაციული სისტემა ყველაფრისთვის

თუ რატომ განვითარდა Android სისტემა ასეთი სწრაფი ტემპებით ამის უმთავრეს მიზეზად სახელდება ის რომ არის არჩევანის თავისუფლება – აღნიშნა მაიკ  კლერონმა Google I/O კონფერენციაზე მაისში. მან ჩამოთვალა სხვა და სხვა ზომისა და ფორმ-ფაქტორის მოწყობილობები დაწყებული სმარტფონებიდან, პლანშეტებით და ტელევიზორებით დამთავრებული, რომლებიც Android-ზე მუშაობს. მან თქვა, რომ  უდიდესი პრიორიტეტით სარგებლობს ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც პროგრამისტებს გაუადვილებს დაწერონ აპლიკაციები ნებისმიერი  მოწყობილობისთვის ან ყველა მათგანისთვის ერთდროულად.

ყველაზე დიდი პრობლემა დეველოპერისთვის არის ფრაგმენტაცია. სმარტფონები, პლანშეტები და ტელევიზორები მუშაობენ სხვა და სხვა ვერსიის Android ოპ. სისტემაზე. Google ცდილობს ასწავლოს პროგრამისტებს, თუ როგორ მართონ სხვა და სხვა ზომის ეკრანები, მაგრამ ამავდროულად მათ ესმით პრობლემის სრული სიმძიმე (რაც გამოიხატა იმაში რომ შემოიტანეს განსხვავებული ვერსიების ჩატვირთვის რეჟიმი რომ გაუშვან პროგრამები სხვა და სხვა მოწყობილობებზე)

როგორ აღმოჩნდა Google ასეთ სიტუაციაში? “ჩვენ მოკლეზე გადავჭერით” თქვა ენდი რუბინმა  ინტერვიუში რომელიც მისცა Bloomberg Businessweek-ს.

გასულ წელს Google-ს შეექმნა სერიოზული პრობლემა. მათ უნდოდათ გამოეშვათ პლანშეტური ანდროიდი, რაც შეიძლება სწრაფად, რომ კონკურენცია გაეწიათ Apple-ის iPad- თვის, ამიტომ მათ გაყვეს დეველოპერები ორ ჯგუფად. ერთი მუშაობდა Gingerbread-ზე სმარტფონებისთვის, მეორე Honeycomb-ზე პლანშეტისთვის.

“იმისათვის, რომ დროში ჩავტეულიყავით, ჩვენ კომპრომისებზე წავედით” – თქვა ენდი რუბინმა – “ჩვენ გვინდოდა დაფიქრება თუ როგორ გაგვეშვა Honeycomb სმარტფონებზე, ამას დასჭირდებოდა დამატებითი რესურსები რაც არაეფექტური იქნებოდა”

ამიტომაც Google-მა გააგრძელა იგივე სტილით – გამოუშვა Gingerbread თავის Nexus S-ზე დეკემბერში, ხოლო Honeycomb წარმოადგინა Motorola Xoom-ზე თებერვალში. მას შემდეგ Android-ის დეველოპერების ჯგუფი მუშაობს ამ ორი პლატფორმის გაერთიანებაზე.

2. თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისი

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი დიზაინი ექნება Ice Cream Sandwich-ს, მაგრამ ვიცით, რომ ეს იქნება განახლებული ჰოლოგრაფიული ინტერფეისი, რომელიც პირველად ვნახეთ Honeycomb პლანშეტებზე. Google I/O-ზე გაკეთდა განცხადება, რომ “ყველა მაგარი რამ”, რაც გამოვიდა Honeycomb-ზე უნდა გამოვიდეს სმარტფონებზე. ამაში შედის გოლოგრაფიული სამომხმარებლო ინტერფეისი, ახალი ლანჩერი, ახალი მრავალამოცანიანობის ინტერფეისი, უფრო ფუნქციონალური ვიჯეტები და თანამედროვე პროგრამები.

ზოგიერთი თვლის, რომ ახალი Android სმარტფონები შესაძლოა ფიზიკური ან თაჩ ღილაკების გარეშე გამოვიდეს, როგორც Honeycomb პლანშეტებს, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. Ice Cream Sandwich გამოვა უკვე არსებულ ტელეფონებზე, ამიტომაც ჩვეულებრივი ღილაკების მხარდაჭერა მასში აუცილებლად იქნება.

3. მართლაც ღია კოდი

თუ ხართ განსხვავებული რომების მოყვარულები, გაგიხარდებათ ის რომ Google აპირებს გამოაქვეყნოს Ice Cream Sandwich-ის პროგრამული კოდი Android Open Source Project-ის ფარგლებში. Google აქვეყნებდა ანდროიდის ყველა ვერსიის სორსებს რელიზიდან რამოდენიმე თვეში, თუმცა Honeycomb-ზე ასე არ მოხდა. ენდი რუბინმა თქვა, რომ Google-მა გადაწყვიტა შეეზღუდა დეველოპერები კოდის პორტირებისაგან სმარფონებზე, იმისთვის რომ “არ გაეფუჭებინა რეპუტაცია”. ” ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს თუ როგორ მუშაობს ის ტელეფონებზე” თქვა მან.

Ice Cream Sandwich უნდა მოეწონოს დეველოპერებს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ვნახავთ CyanogenMod 8 რომს სორსების გახსნიდან ერთ თვეში.
4. გამარჯობა, Android 4.0
Google არ ანიჭებს მის პროდუქტებს ვერსიის ნომრებს საბოლოო რელიზამდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ Ice Cream Sandwich საბოლოოდ გახდება Android 4.0 თუ ეს ვერსია იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი კომპანიის ისტორიაში, არ აქვს აზრი მას მისცენ ვერსიის ნომრად Android 3.x. ჩვენ ვიცით რომ Apple შემოდგომაში გამოუშვებს iOS 5, ამიტომ Google ეცდება არ გაუშვას მომენტი და ხმამაღლა განაცხადოს ახალი ვერსიის შესახებ.

5. Linux 3.0 ბირთვი

მე ლინუქსის ფანი ვარ, თუმცა დეტალებში არ ჩავიჭრები, მაგრამ Ice Crema Sandwich ბაზირებული იქნება 3.0 ბირთვზე. ლინუს ტორვალდსმა განაცხადა 21 ივლისის რელიზე,  რომ ლინუქსის 20 წლის თავზე გამოვიდა Linux 3.0 და მას სხვა კომენტარი ამის შესახებ არა აქვს.

6. მუსიკალური მაღაზიაAndroid Market-ში

როგორც მოსალოდნელი იყო Google  დაიწყებს მუსიკის გაყიდვას თავის მარკეტში, მაგრამ ეს ჯერ ამ მომხდარა. თუმცა გაირკვა, რომ მარკეტის ბოლო განახლებაში არის იკონები მუსიკალური მაღაზისთვისაც, ასე რომ Google მარტივად გაუშვებს მუსიკას, როცა ამის დრო მოვა. ეს შეიძლება Ice Cream Sanwich-ის გამოსვლამდე მოხდეს, მაგრამ მე ვფიქრბ, რომ Google ამას რელიზთან ერთად გააკეთებს, იმისათვის, რომ უფრო მეტი ეფექტურობა მისცეს 4.0 ვერსიას.

7. მრავალბირთვიანი არქიტექტურა

httpvhd://www.youtube.com/watch?v=NmIcDrjAQAc

Android 3.0 იყო პირველი ვერსია, რომელშიც იყო როგორც ერთი, ასევე მრავალპროცესორიანი არქიტექტური მხარდაჭერა. Anroid 2.x-შიც არის მრავალპროცესორიანობა, მაგრამ მისი მხარდაჭერა არ იყო გათვალისწინებული თავიდანვე.

Honeycomb-ში განხორციელდა ბევრი ცვლილება Dalvik ვირტუალურ მანქანაში, ბიბლიოთეკაში Bionic და სხვა ფრაგმენტებში, რაც კარგია ყველა პროგრამისათვის, მათ შორის ერთ დინებიანი პროგრამებისთვისაც. მაგ. ერთდინებიანი პროგრამა ორ ბირთვიან პლატფორმაზე აჩქარდება იმით, რომ ნაგვის შემგროვებელი BM Dalvik გაეშვება მეორე ბირთვზე.

ჭორები და ზოგიერთი დამადასტურებელი საბუთი გვაძლევს იმედს, რომ Google  გამოიყენებს ოთხბირთვიან პროცესორს OMAP4 როგორც უმთავრეს პლატფორმას Ice Cream Sanwich-თვის, რაც მიგვიყვანს სმარტფონების მწარმოებლურობის სერიოზულ გაზრდამდე.
8.  1,8 ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე Honeycomb?
მწარმოებლურობაზე საუბრისას ასანიშნავია, რომ  მოსალოდენელია 1,8-ჯერ აჩქარება Honeycomb-თან შედარებით. გაურკვეველია ამ ციფრის დამოკიდებულება სისტემასთან, ვერ ვიტყვით რომელ პროცესებს ეხება ეს, ბრაუზერს, GPU თუ საერთო მწარმოებლურობას. რაც ვიცით ის არის, რომ იგულისხმებოდა სიჩქარის გაზრდა უახლეს აპარატურაზე.

რაც არ უნდა მოხდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ice Cream Sandwich იქნება ყველაზე სწრაფი ანდროიდი.

9. Google TV დაChrome OS

httpvhd://www.youtube.com/watch?v=D4gpOQDcn7c

ანდროიდის რამოდენიმე ვერსიის ერთში გაერთიანებით Google მხარს დაუჭერს Motorola-ს, რომელმაც ჭკვიანური გადაწყველტილება მიღო. მხედველობაში მაქვს სამომხმარებლო ინტერფეისის დინამიუირი ცვლილება იმისდა მიხედვით თუ რომელ დოკ სადგურში თუ მოწყობილობასთანაა მიეთებული სმარტფონი. თუ მივუერთებთ ტელევიზორს, გამოჩნდება Google TV-ფუნქციები და სრულფუნქციური ბრაუზერი Chrome OS-ის მსგავსად.

10. თემების ოფიციალური ძრავა OEM მწაროებლებისთვის


ეს რა თქმა უნდა ჭორია, მაგრამ Google მუშაობს თემების ოფიციალურ ძრავაზე ზოგიერთ OEM მწარმოებელთან ერთად (ჭორების თანახმად Sony). პოპულაული ლანჩერების უმრავლესობს მარკეტზე აქვს თემების მხადაჭერა, მაგრამ Google ამის საშუალებას ოფიციალურ ლანჩერში ჯერ-ჯერობით არ იძლევა.

ამან შეიძლება შექმნას ერთგვარი საზოგადოება ახალ ვერსიებზე გადასვლის გასამარტივებლად. ცალკე ძრავა თემებისთვის საშუალებას მისცემს Google-ს რომ ცალკე გამოუშვას ოპ. სისტემის ბირთვის განახლებები, რითაც OEM მწარმოებლების დამატებითი ინტერფეისები ხელუხლებელი დარჩება.
11.  Apple Game Center-ის რეალური კონკურენტი

Android-ზე უკვე არის რეალიზებული რამოდენიმე სათამაშო სოც-ქსელი (OpenFeintScoreloop) და როგორც ჩანს Google სერიოზულად კავდება რომ შექმნას საპასუხო პროდუქტი.

ჭორები Google Games-ის შესახებ უკვე რამდენიმე წელია დადის, მაგრამ Google+ შეასრულებს ამ საქმეში გადამწყვეტ როლს. Google+ -ის კოდი შეიცავს ბმულებს Google Games-ზე და ეს სიახლეც თამამად შეიძლება დავუკავშიოთ Ice Cream Sandwich-ის გამოსვლას.
12. არსებული ტელეფონების მხარდაჭერა

კონფერენციაზე Google I/O დეველოპერების ჯგუფს დაუსვეს შეკითხვა აპარატული შეზღუდვების შესახებ, რომელიც შეიძლება შეეხოს Ice Cream Sandwich-ს არსებულ ტელეფონებზე. არ ყოფილა დასახელებული კონკრეტული მოდელები, მაგრამ ითქვა რომ ტელეფონების უმავლესობაზე, რომელიც მუშაობს Android 2.3  ვერსიის ქვეშ, შესაძლებელი იქნება Ice Cream Sandwich-ის გაშვება. ეს არანაირი გარანტია არ არის სმარტფონების მფლობელებისთვის, მაგრამ თუ Nexus One-ზე არა  Nexus S-ზე აუცილებლად იქნება Android 4.0.  რაც განსაკუთრებით მიხარია იმიტომ, რომ მთავარი მიზეზი რის გამოც ვიყიდე Nexus S არის შემდეგი ვერსიის ანდროიდის განახლება 🙂 ასევე ვფიქრობ, რომ თუ Google არა Cyanogen-ის ჯგუფი მაინც გამოუშვებს ნაყინის სენდვიჩს პირველ ნექსუსზე.

13. ახალი კამერა

httpvhd://www.youtube.com/watch?v=qXihfs7DKPE

დარწმუნებული ვარ რომ, ნაყინის სენდვიჩში იქნება ძალიან ბევრი პროგრამული სიახლე, მათ შორის ჩაშენებული კამერის ახალი ფუნქციებიც. რამოდენიმე მათგანი უკვე აჩვენეს Google I/O-ზე და შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ზემოთ მოყვანილ ვიდეოში (ან ნახოთ სრულად დემონსტრაციის საინტერესო მომენტები პირველივე დღიდან)

და ბოლოს

რაც უფრო ვუახლოვდებოთ რელიზს, მით უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ოქტომბერში მოხდება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნოემბრის დასარულისთვის ან დეკემბერში უფრო არის მოსალოდნელი. ასევე მოსალოდნელია Nexus 3-ის გამოსვლაც, მაგრამ Google-ის რელიზების ისტორიიდან გამომდინარე ეს უფრო მოგვიანებით იქნება. რა თქმა უნდა ჯობია გამოვიდეს სრული რელიზი ვიდრე არასრული, როგორც Honeycomb-ის დროს მოხდა.

ეს არის ის რასაც მოველი მე, რას მოელით თქვენ?

ველი კომენტარებს 🙂

4 thoughts on “Android 4.0: 13 მოსალოდნელი სიახლე

  1. მიზეზის ძებნაც კი ზედმეტია :)) უბრალოდ არ შეიძლება ანდროიდის ფანი რომ არ იყო 🙂 ძალიან მაგარია….

  2. Google I/O-ზე გაკეთდა განცხადება, რომ “ყველა მაგარი რამ”, რაც გამოვიდა Honeycomb-ზე უნდა გამოვიდეს სმარტფონებზე. ეს მომენტი განსაკუთრებით მომეწონა. ხოლო უფრო კონკრეტულად პოდკასტში ვისაუბროთ 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.