Samsung Galaxy Xcover: «გუგლფონი» მყარი კორპუსით

Android Google Hardware Samsung

Samsung-ის სმარტფონების ხაზი შეივსო მოდელით,  Galaxy Xcover, რომელიც არის Android  2.3 (Gingerbread) ვერსიის პლატფორმაზე.

აპარატი შესრულებულია მყარ დალუქულ მონობლოკის ტიპის კორპუსში: რისი მეშვეობითაც, ის უძლებს დარტყმას, ვარდნას და ასევე, მასში არ აღწევს მტვერი და ჭუჭყი. გარდა ამისა, მას შეუძლია 30 წუთის განმავლობაში წყალში გაჩერება ერთი მეტრის სიღმეზე.

Galaxy Xcover აღჭურვილია, 3,65-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელიც დაცულია ნაკაწრებისგან (ეკრანის გარჩევადობა არ სახელდება).

სმარტფონს აქვს,  GPS-მიმღები, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი და 3,2-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ფანრის როლი.

მხარდაჭერილია  HSDPA ქსელებში მუშაობა. Galaxy Xcover ევროპულ ბაზარზე გაყიდვაში გამოჩნდება ოქტომბერში; მოწყობილობის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.