Google–ის დამაარსებელი, სერგეი ბრინი (Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

Standard & Poor’s–მა, რომელიც ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან სარეიტინგო სააგენტოს წარმოადგენს, Google–ის აქციების შეძენის რეკომენდაცია მისი გაყიდვის გადაწყვეტილებით შეცვალა.

მიზეზი — საძიებო ვებ–კორპორაციის მიერ Motorola Mobility–ის შეძენა. შეთანხმების თანახმად, Google თავის მორიგ შენაძენს $12,5 მლრდ–ს გადაუხდის. ეს მაჩვენებელი Motorola Mobility–ის საბაზრო კაპიტალიზაციას 63%–ით აღემატება; ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა ორივე კომპანიის ხელმძღვანელობამ.

Standard & Poor’s–ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Motorola Mobility–ის შეძენა გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. შეთანხმებამ, როგორც სარეიტინგო სააგენტში აღნიშნავენ, შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ზრდის პერსპექტივასა და ვებ–კორპორაციის ფინანსებზე.

გარდა ამისა, სააგენტოში, მომავალი წელსთვის Google–ის აქციების $700–დან $500–მდე ვარდნას პროგნოზირებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საძიებო სისტემის ფასიანი ქაღალდების ღირებულება $18,23–ით უკვე გაიაფდა, ანუ  3,3%, — $539–მდე.

თუმცა Motorola Mobility–ის შეძენით Google–მა საკმაოდ ბევრი პატენტის უფლება მოიპოვა, რაც საშუალებას აძლევს პირდაპირი კონკურენცია გაუწიოს Apple–ს, ასევე Nokia–სა და Microsoft–ის ალიანს სმარფონების მსოფლიო ბაზარზე.

წყარო: Associated Press