გერმანელმა მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ავტონომიურიტრანსპორტული საშუალება დედაქალაქის რეალური მოძრაობის პირობებში.

პროექტი MadeInGermany დაიწყო 2007 წელს ჯგუფ AutoNOMOS-ის მიერ, რომელმაც გააერთიანა ინჟინერები და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. მკვლევარების მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომლის მართვისთვისაც ადამიანი საჭირო არ არის.

მათ გადააწყვეს Volkswagen Passat Typ 3C და აღჭურვეს იგი სენსორების ნაკრებით, GPS-ანტენით და ასევე ექვსი ლაზერული შორი სენსორით. ავტომობილზე ასევე დამონტაჟებულია ლაზერული სკანერი, რომელიც ახდეს გარემოს 3D მოდელის ფორმირებას და სამი ვიდეოკამერა, რომლებიც აფიქსირებენ შუქნიშნების სიგნალებს, გზის დანაყოფებს და სხვა სხეულებთან მიმართებაში ავტომობილის მდგომარეობას.

ასეთი მოწყობილობებით MadeInGermany-ის შეუძლია მარტივად, თუნდაც დიდ მოძრაობაში ორიენტირება, ის აკონტროლებს გარემს 360 გრადუსით და ასევე მართვის ყველა სისტემას. მძღოლს უბრალოდ ავტომობილის მოქმედებების დაკვირვებაღა დარჩა ერთადერთი ავტოპილოტის გათიშვის ფუნქციით ექსტრემალურ სიტუაციებში. დეველოპერებმა ასევე დატესტეს სისტემის მართვა ტვინის სიგნალების მეშვეობით.

ამ წლის ივნისში ავტომობილმა, რომელმაც ათასობით წრე შემოარტყა საცდელ ავტოდრომს, ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტისაგან მიიღო დადებითი შეფასება, რის შემდეგაც უკვე ყველანაირი უფლების დაცვით შეძლო დედაქალაქის ქუჩებში გასვლა. პირველი ტესტის დროს მან ოთხჯერ წარმატებით გაიარა 20 კილომეტრიანი მარშუტი, სწორად გაიარა 46 შუქნიშანი და არ დაურღვევია მოძრაობის არცერთი წესი. უახლოეს თვეებში MadeInGermany  გააგრძელებს ბერლინის ქუჩებში მოძრაობას, ხოლო შემდეგ შეეცდება უახლოეს ქალაქში ჩასვლას.

პროექტის ხელმძღვანელი რაულ როჰასი დარწმუნებულია, რომ 10-15 წლის შემდეგ ავტომობილი ავტოპილოტით უკვე ზოგადად ჩვეულებრივი მოვლენა იქნება —  თუ ყველგან არა ავტობანებზე აუცილებლად.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Kyk1VLTSH_U

გამოყენებულია ბერლინის თავისუფალი უნივერსისტეტის მასალები.