ყურსაცობი Etymotic HD-15 დაგიცავთ უეცარი ხმაურისგან

Hardware

კომპანია Etymotic Research-მა  წარმოადგინა ელექტრონული ყურსაცობები, HD-15, ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულები არიან იმუშაონ ხმაურიან გარემოში ან მსგავს პირობებში, სადაც მოსალოდნელია მოულოდნელი მკვეთრი ხმაური.

ყურსაცოცობები, Etymotic HD-15, ახშობენ ხმაურს ადამიანისთვის საშიშ სიხშირეზე, თუმცა ამავდროულდ იძლევა ყველა სხვა ხმების მოსმენის საშუალებას, მათ შორის ლაპარაკის. ეს ყველაფერი ხდება მიკროფონების და ელექტრონული სქემების საშუალებით, რომლებიც აანალიზებენ აკუსტიკურ გარემოს.

დამცავი რეჟიმის გარდა, არის ხმის გაძლიერების ფუნქციაც. ეს ფუნქცია გამოსადეგია, თუ საჭიროა დაბალ ხმაზე საუბრის ან ფონური ხმების მოსმენა.

ყურსაცობები გათვალისწინებულია წარმოებებში, მშენებლობებზე, საქონლის საწყობებში და მსგავს ადგილებში გამოსაყენებლად.

გამოყენებულია Etymotic Research-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.