IFA 2011: Samsung Galaxy Tab 7.7 Super AMOLED Plus დისპლეით!

Android Google Hardware Samsung

IFA 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ეხლა მიმდინარეობს გერმანიაში, კომპანია Samsung-მა დააანონსა, მსოფლიოში პირველი პლანშეტი Super AMOLED Plus დისპლეით.

ეკრანი შესრულებულია ზემოთ ნახსენები ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს მკვეთრ კონტრასტულ გამოსახულებას მაღალი გარჩევადობით და ასევე ფართო ფერების გამას ნათელი და მუქი ტონების განაწილებით. რის შედეგადაც, მიიღება მაქსიმალურად რეალური გამოსახულება.

სიახლეს გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; ოპერატიული მეხსიერების მოცულბა შეადგენს 1 გბ-ს. პლანშეტს შესაძლებელია ჰქონდეს ფლეშ-მეხსიერება მოცულობთ 16, 32 ან 64 გბ; გათვალისწინებულია სლოტი MicroSD-ბარათებისთვის (32 გბ-მდე). დისპლეის ზომა — 7,7 დიუმი; გარჩევადობა — 1280×800 წერტილი (WXGA).

მინი-კომპიუტერს აქვს მთავარი 3-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და შუქდიოდური გალევებით, წინა კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, GPS მიმღები და ასევე Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერები. სიახლის ზომები — 196,7×133,0×7,9 მმ, წონა — 335 გ.

მხარდაჭერილია HSPA+ სტანდარტის მობილურ ქსელებში მუშაობა მონაცემების გადაცემის სიჩქარით 21 მბიტ/წ. ოპერაციული სისტემა — Android 3.2 Honeycomb, რომელსაც აქვს, დამატებითი საფირმო ინტერფეისი TouchWiz პანელით Live Panel, რომლიც გამოიყენება სამუშაო მაგიდის პერსონალიზაციისთვის. სიახლის ღირებულება და გაყდივაში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=D6r7KZD0M9E

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.