NASA-ს ზონდმა Dawn ასტეროიდ “Vesta”-ს ახლო მანძილიდან გადაუღო სურათები

Science

ვესტას სამხრეთ პოლუსი ( NASA/JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია

NASA-ს ავტომატურმა აპარატმა Dawn  ასტეროიდ ვესტას  2 700 კილომეტრზე გადაუფრონა და დედამიწაზე გადმოსცა მისი ზედაპირის ხარისხიანი სურათები.

მიღებული გამოსახულებების საფუძველზე მეცნიერებმა დაამონტაჟეს ვესტას შემოვლის მოკლე ვიდეო, რომელიც მოცემულია ქვემოთ. ადვილია იმის შემჩნევა, რომ ასტეროიდის ჩრდილოეთის განედები არაა განათებული: იქ ახლა გრძელდება “ზამთარი”. ვესტას სამხრეთ პოლარულ ნაწილში კარგად შეიმჩნევა დიდი ზომის ჩავარდნა, რომელიც საკმაოდ ადრე აღმოაჩინა “ჰაბლმა“. ამ ჩაღრმავების დიამეტრი შეადგენს ასობით კილომეტრს, ხოლო მის ცენტრში არის დიდი მთიანი მასივი, რომლის სიმაღლეც აღწევს 15კმ-ს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=hrPdU0jmdCs

მთებიასტეროიდის სამხრეთ პოლუსის ტერიტორიაზე (NASA/ JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია)

ამ გამოსახულებაზე რელიეფის სიმაღლე კოდირებულია ფერით, და მგვალი ფორმის 500კმ დიამეტრის ჩავარდნა, მთის მასივით ცენტრში მკვეთრად გამოიკვეთება. (NASA/ JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია)

Dawn-ის მიერ გადაღებული სურათების ნაკრები, NASA-ის სპეციალისტებმა გამოიყენეს, იმის გასარკვევად, თუ როგორ არის ასტეროიდის ბრუნვის ღერძი განთავსებული. მათ ასევე დააყენეს ვესტას გრძივ-განივი კოორდინატთა სისტემა, ხოლო ნულოვანი მერიდიანი გაიყვანეს 500 მეტრიან კრატერზე, სახელად Claudia.

აღსანიშნავია ასევე, რომ ასტეროიდზე ყველა კრატერს, დაერქმევა ქალღმერთ ვესტას, ქურუმების და ძველი რომის იმ ეპოქის გამოჩენილი ქალების სახელები დაერქმევა. რელიეფის სხვა განსაკუთრებულობებს კი მიენიჭებათ იმ დროს არსებული ქალაქების სახელები.

ვესტას სამგანზომილებიანი მოდელი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=zKtGF491Xsg

კრატერი Claudia ნაჩვენებია ისრით (NASA/ JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია)

გამოყენებულია რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მასალები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.