აღმოჩენილია ეგზოპლანეტა ორი მზით

Science

 ეგზოპლანეტა, რომელიც ნათდება ორი მნათობით (ილუსტრაცია NASA / JPL-Caltech / T. Pyle).

Extreme Solar Systems II-ის კონფერენციაზე ამერიკელი ასტრონომების ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ლორენს დოილი (Laurance Doyle) SETI-ის ინსტიტუტიდან, განაცხადა გიგანტი პლანეტის აღმოჩენის შესახებ რომელსაც ორი მზე აქვს.

თვითონ შესაძლებლობა ეგზოპლანეტების არსებობისა ორბიტაზე, რომელსაც ორი ვარსკვლავი აქვს, უკვე აღარავის აკვირვებს: სპეციალისტებისთვის ცნობილია ასეთი სისტემების რამოდენიმე მაგალითი ( CM Draconis, HW Virginis, NN Serpentis), რომლებშიც (სავარაუდო) პლანეტარული კომპანიონის გრავიტაციული მოქმედება არღვევს დაბნელებების მკაცრ პერიოდულობას. ამ ჯგუფში ასევე შედის სისტემა Fornax, რომელიც შედგება თეთრი და წითელი ჯუჯისაგან და შეიცავს, როგორც ჩანს ორ პლანეტას.

თუმცა ჰიპოთეზები გრავიტაციის ორბიტალურ პარამეტრებზე ზეგავლენაზე საკმაოდ ლოგიკური ჩანს, მაგრამ მათი დამტკიცება, მათ ტრანზიტზე(ანუ თუ მანძილი რომელსაც გადის პლანეტა მზის დისკის გარშემო), ინფორმაციის არქონის გამო შეუძლებელია. სამწუხაროდ მეცნიერებმა ტრანზიტის დაფიქსირება ვერ შეძლეს ვერცერთ ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში.

ამ ფონზე, მონაცემები, რომლებიც შეაგროვეს ამერიკელმა მეცნიერებმა ტელესკოპ “კეპლერის” მეშვეობით, ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება. “კეპლერის” ხანგრძლივი დაკვირვებების მიზანი გახდა დაბნელებული ორმაგი სისტემა Kepler-16, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 200 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. პირველი დაბნელების დროს, როდესაც მცირე ზომის ვარსკვლავი (Kepler-16 B) გადის დიდის (A)-ს წინ, გამოსხივების ნაკადი, რომელსაც სისტემა ასხივებს, მცირდება დაახლოებით 13%-ით, ხოლო მეორე დაბნელება — B-ს დროებით გაქრობა, რომელსაც ბოლომდე ფარავს A, — იწვევს ნაკადის ~1,6%-ით შემცირებას.

ამ დაბნელებების დარეგისტრირებით და დამატებითი დაკვირვებების წარმოების შემდეგ Kepler-16-ზე სპეკტროგრაფ TRES-ის გამოყენებით, ავტორებმა დაადგინეს, რომ ორმაგი სისტემის ორბიტალური პერიოდი შეადგენს 41,1 დღეს, მნათობები A და B-ის მასები მზის 0,69 და 0,20 შეადგენენ, ხოლო რადიუსები მზის  0,65 და 0,23.

NASA-ის ილუსტრაცია / JPL-Caltech / R. Hurt.

მალევე “კეპლერმა” აღნიშნა Kepler-16-ის სამი “დაუგეგმავი” სიმკვეთრის დაცემა, რომლებიც არ იყო დაკავშირებული პირველად და მეორად დაბნელებებთან და დაშორებული იყო ერთმანეთისგან ინტერვალით 230,3 და 221,5 დღე.  ინტერვალის ხანგრძლივობის ცვალებადობა მარტივად იხსნება, თუ ეს მესამე დაბნელება ხდება რაიმე ობიექტის გამო, რომელიც ბრუნავს “ორმაგის” გარშემო: საქმე ისაა, რომ ობიექტი განუწყვეტლივ გადის A და B ვარსკვლავების წინ, როდესაც ისინი სხვადასხვა პოზიციაში იმყოფებიან.

მესამე დაბნელების დროს გამოსხივების მთლიანი ნაკადი მცირდება 1,7%-ით. შესაბამისად, ობიექტი გადის A ვარსკვლავის დისკზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტი B-ს სრული დაფარვის ეფექტი საკმარისი არაა (როგორც ზემოთ ვახსენეთ მან შეადგინა ~1,6%). ასეთი ახსნა მას შემდეგ აღიარეს, როგორც ზუსტი რაც “კეპლერმა” დაარეგისტრირა ყველაზე სუსტი (0.1%) მეოთხე დაბნელება, რომელიც, ნათელია, რომ გამოიწვია B ვარსკვლავის ნაწილობრივმა დაფარვამ.

Kepler-16-ის მესამე შემადგენელის თვისებების შეფასებაში ასტრონომებს დაეხმარა მათ მიერ გამოთვლილი პირველადი და მეორადი დაბნელებების გადახრა გათვლითი დროიდან. ეს მონაცემები შეიყვანეს სამი სხეული გრავიტაციული ურთიერთქმედების მოდელში და გამოთვლებმა აჩვენა, რომ ობიექტს, რომელიც პასუხისმგებელია მესამე და მეოთხე დაბნელებებზე აქვსპლანეტარული პარამეტრები. გიგანტ Kepler-16 b-ის მასა, რომელიც მოძრაობს 229- დღიან ორბიტაზე შეადგენს იუპიტერის 0,333-ს, ხოლო რადიუსი — იუპიტერის 0,754.

მეცნიერების თქმით, ახალი პლანეტა წააგავს სატურნს, თუმცა განსხვავდება მაღალი სიმკვრივით, 0,964 გ/სმ3 (სატურნის — მხოლოდ 0,687 გ/სმ3). იმისათვის რომ მოახდინონ პლანეტის შიდა აგებულება, აუცილებელია პლანეტის ასაკის ცოდნა, მაგრამ აქ წარმოიქმნება პრობლემები: ვარსკვლავ А-ს, რომლის წარმოშობის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ Kepler-16 b-ის ასაკზე, აქვს როგორც ხანდაზმული ( ნელი ბრუნვა) ასევე ახალგაზრდა (მაღალი მაგნიტური აქტივობა) მნათობის ნიშნები. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის გამოთვლისას, რომელიც 0,5 მლრდ წელს აღემატება, უზრუნველყოფს 40-60 დედამიწის მასას და ბირთვში მძიმე ელემენტების დაგროვებას; თუ შეფასებები ზუსტია, მაშინ გაზის მასები (წყალბადი და ჰელიუმი) და მძიმე ელემენტები (ყინული და მთის წარმონაქმნები) Kepler-16 b-ის შემადგენლობაში შეესაბამება ერთმანეთს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეგზოპლანეტა ვერ ხვდება თავისი სისტემის “დასახლებულ” ზონაში.

მოკლე ვიდეო, რომელშიც Kepler-16 b-ს ადარებენ ტატუინს, გამოგონილ პლანეტას “ვარსკვლავური ომებიდან”:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=PE1e9ihO_uc

Kepler-16 b-ის სრული აღწერა გამოქვეყნებულია ჟურნალ Science-ში.

გამოყენებულია NASA-ის მასალები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.