სტატია რეცენზენტ ჟურნალში ჯერ არ გამოქვენყნებულა, მაგრამ ახალმა მონაცემებმა საკმაოდ ააღელვა ფიზიკოსების საზოგადოება. სწავლულებმა, რომლებიც იტალიურ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, განაცხადეს, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ იქნა უცნაური, თანამედროვე ფიზიკის თვალსაზრისით შეუძლებელი მოვლენა: ნეიტრინომ გადალახა სინათლის სიჩარე.

სენსაციური შედეგები მიიღეს OPERA(Oscillation Project with Emulsion-tRacking Apparatus) დეტექტორზე, რომელიც 1400 მეტრის სიღრმეში იტალიაში გრან-სასოს ლაბორატორიაში  (Laboratori Nazionali del Gran Sasso).

ამ ლაბორატორიაში მოდის ტაუ-ნეიტრინოების ნაკადი, რომელიც პროტონების სუპერსინქროტრონი (SPS) ქმნის CERN-ში 732 კილომეტრის დაშორებით. ამ გზას ნაწილაკები დაახლოებით 3 მილიწამში გადიან.

ნაწილაკის გზა ჟენევიდან გრან-სასოში (CERN-ის ილუსტრაცია).

აღსანიშნავია, რომ ტაუ-ნეიტრინოები რომლებიც იგზავნება შვეიცარიიდან იტალიაში არის მუონური ნეიტრინოები (რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, იხილეთ ქვევით ტქსტი).

ნეიტრინო - ნაწილაკი მუხტის გარეშე და ძალიან მცირე მასით, თითქმის არ ურთიერთქმედებს სხვა მატერიასთან. არის ატომური რეაქციების გვერდითი პროდუქტი, რომელიც მზეზე ყალიბდება, ისინი ავსებენ სივრცეს ჩვენს გარშემო. წამში ადამიანის თვალში გადის მილიონობით ნეიტრინო. სურათზე გამოსახულია პირველად აღმოჩენილი ნეიტრინო 1970 წელს (Argone National Laboratory)

მკვლევარები ორი წლის განმავლობაში ატარებდნენ ექსპერიმენტს და აღმოჩინეს, რომ ნეიტრინო დეტექტორში გამოთვლილ დროზე უფრო ადრე შემოდიოდა – დაახლოებით 60 ნანოწამი (სულ დაფიქსირდა 16 ათასი ასეთი მოვლენა, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს).

“თავიდან ჩვენ ვცდილობდით მოგვეძებნა რამე ახსნა. მერე დავიწყეთ ტრივიალური შეცდომების ძებნა, შემდეგ რთულ შეცდომებზე გადავედით და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეთ” – ამბობს პროფესორი ანტონიო ერედიტატო ბერნის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერები ახლა ითხოვენ გადამოწმებულ იქნას მათი შედეგები სხვა სწავლულების მიერ. “ჩემი ოცნებაა, რომ სხვა დამოუკიდებელმა ექსპერიმენტმა დაადასტუროს ჩემი რეზულტატები. მაშინ შევძლებ თავისუფლად ამოვისუნთქო” – ამბობს ერედიტატო.

მთელს მსოფლიოში არის მხოლოდ ორი ლაბორატორია, რომელსაც ამის გადამოწმება შეულძია. ესენია: ამერიკული Fermilab და იაპონური T2K. პირველს არა აქვს აპარატურა, რომ იგივე სიზუსტით გაზომოს პარამეტრები მეორე კი ცუნამის მერე შეჩერებულია გაურკვეველი დროით.

ამ აღმოჩენით მსოფლიო არ გადაბრუნდება, ნეიტრინო დედამიწას მილიარდობით წლების განმავლობაში ხვდებოდა. ახალი ცოდნა შეცვლის ფიზიკოსების წარმოდგენას სამყაროს შესახებ. თუ ეს ნაწილაკები სინათლეზე ჩქარა მოძრაობენ, საჭირო გახდება ახალი კოანონზომიერებებისა და ახსნა-განმარტებების მოძებნა.

ასევე ზოგიერთი ახსნა უკვე არსებობს დაუმტკიცებელი მოვლენისათვის. მაგ: შესაძლოა ხდება რაღაცნაირი კოსმოსური “მოკლე ჩართვა”: ნეიტრინო მოძრაობს სხვა განზომილების გავლით.

აღნიშნული შედეგები გამოქვეყენბულია რეპრინტების საიტზე ArXiv.org,  ასევე გაკეთდა ანონსი ცერნის კონფერენციაზეც. შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალური პრეს-რელიზი.