კომპანია Sharp-მა დააანონსა კომუნიკატორი Aquos SH8298U, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში. პროგრამულ პლატფორმად გამოყნებულია Android 2.3.4 ვერსია.

სიახლეს გააჩნია  3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა; სტერეოსკოპური გამოსახულებს საუყურაბლად არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ორი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომლებსაც შეუძლიათ 3D-სურათების და ვიდეობის გადაღება.

აპარატს აქვს პროცესორი  Qualcomm Snapdragon ერთი ბირთვით, რომელიც ფუნქციონირებს 1,4 გჰც ტაქტური სიხშირეზე; ვიდეოსისტემის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 205. გარდა ამისა, სმარტფონის განკარგულებაშია: 512 მბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 2 ან 4 გბ,  4,2-დიუმიანი სენსოული ეკრანი გარჩევადობით qHD (540×960 წერტილი), MicroSD ბარათების სლოტი,  Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS -მიმღები და USB პორტი.

მოდელის ზომები — 130×64×13 მმ, წონა —140 გ. მხარდაჭერილია WCDMA და GSM ქსელებში მუშაობა.

იაპონიაში Aquos SH8298U-ს გაყიდვებს უზრუნველყოფს ოპერატორი SoftBank.

გამოყენებულია GSMArena-ს მასალები.