ახალი ორბიტალური ლაბორატროია განკუთვნილია უმთავრესი ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად, რომელიც შემდგომში საჭიროა ხანგრძლივი მრავალმოდულიანი სადგურისთვის.

აპარატი “ტიანგუნ-1” (Tiangong-1, ანუ«ზეციური სასახლე-1») ორბიტაზე ჩვენი დროით 17:16 წუთზე გაეშვა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს. ეს სადგური უნდა იყოს არა მარტო სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის, არამედ უნდა მოახდინოს ტექნიკის შემოწმება: შეპირაპირების სისტემები, სისცოცხლის უზრუნველყოფა, ენერგეტიკა, კავშირი და ასე შემდეგ.

“ტიანგუნ-1” შედგება ორი ცილინდრული ნაკვეთურისგან. დიდს ქვია ექსპერიმენტული. აქ მოთავსებულია სამეცნიერო მოწყობილობები, ასევე სპორტული ტრენაჟორები, საძინებლები სამი მაცხოვრებლისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო სისტემა.

ეფექტურად გამოყენებული მოცულობა ამ ნაწილში შეადგენს დაახლოებით 15 კუბიკურ მეტრს. საინტერესოა, რომ საცხოვრებელი ნაკვეთურის ქვედა და ზედა ნაწილები შეღებილია ორ ტონში, რომელიც მიწას და ცას გამოხატავს. ასე ალბათ უფრო ადვილი იქნება ორიენტაცია კოსმონავტებისათვის უწონადობის გარემოში და ისინი უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს.

ექსპერიმენტული ნაკვეთურის ღია მხარეს რომელიც მთავრდება კონიკური სექციით, დგას შეპირაპირების კვანძი, რომ მიიღოს “შენჩჟოუ” სერიის ხომალდები.

სადგურის პატარა ნაკვეთური – სერვისებისთვის (ჩინელები მას რესურსების ნაკვეთურს ეძახიან) მის შემადგენლობაში შედის სადგურის ელექტრო კვების სისტემა, კავშირის მოწყობილობები და ავიონიკა.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=0JZ9z-7SM4Q

ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის დეპარტამენტმა შეიმუშავა მშენებლობის მთელი პროგრამა რამოდენიმე ორბიტალური სადგურისთვის.

განხორციელებულია პირველი პროგრამა – უნდა მოხდეს სამი მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის უპილოტო ხომალდის Shenzhou 8-ვიზიტი პირველი შეპირაპირებისთვის 2011 წლის ნოემბერში. ასევე უნდა გაუშვან ორი ექსპდიცია ორი ან სამი ტაიკონავტით თითოეულში (Senzhou 9 და Shenzhou 10) 2010 წელს.

გეგმის მიხედვით გაშვებულმა სადგურმა უნდა შეასრულოს ორი მანევრი, რომ საბოლოო ორბიტაზე გადავიდეს. ეს იქნება წრიული ორბიტა 350 კილომეტრის სიმაღლეზე.

თუმცა გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ის შეიცვლის ფრენის სიმაღლეს 343 ლიკომეტრამდე. სტარტიდან ორი დღის შემდეგ ის უნდა მიუერთდეს ორბიტალურ სახლს.

შემდეგში იქნება 12 დღიანი ერთობლივი ფრენა, რომლის შემდეგაც ხომალდს დაშორების ბრძანებას მისცემენ და ისევ მიუერთებენ ავტომატიკის დამატებითი შემოწმებისთვის.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=MVFwG0Z4v4M