იაპონელი ინჟინრების კონცეპტუალური ნიმუშის მთავარი ღირსება ძალიან მცირე წონაა.

კომპანია Toray ავტომობილებზე არ სპეციალიზირდება: მათი დაინტერესების სფეროა პოლიმერული მასალები, ორგანული ქიმია და ნანოტექნოლოგიები. თუმცა Toray-ში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ბოლო ქმნილება, რომელზეც დაიხარჯა 300 მილიონი იენი (4 მლნ დოლარი), იპოვის თავის მყიდველს.

ორადგილიანი სპორტქარ-კაბრიოლეტის დიზაინით, რომელიც  მოძრაობს ელექტოძრავის მეშვეობით, დაკავებული იყო კომპანია  Gordon Murray Design, რომელიც აპროექტებს “ფორმულა 1”-ის ბოლიდებს. მანქანას შეუძლია 147 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო ელემენტის მუხტი მას ყოფნის 187 კმ-ის გასავლელად, ამბობს Toray-ს საავტომობილო განყოფილების უფროსი ტორუ იმანაკა

ავტომობილი მხოლოდ 864 კგ-ს იწონის, აქიდან 220 კგ-ს მხოლოდ აკუმლატორები იწონიან. ეს მიიღწევა იმით, რომ მანქანის მთლიანი უკანა მხარე გაკეთებულია ნახშირბად-პლასტმასისაგან.

სიმყარე და მასალის მიერ ენერგიის შეწოვის მაღალი მაჩვენებელი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას: მძღოლს და მგზავრს იცავს მონოკოკის ტექნიკით დამზადებული კორპუსი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ასევე მანქანის უაკანა ნაწილის დეფორმაციის საკმაოდ დიდი ზონა ავარიის შემთხვევაში. სისტემა შემოწმებულია ქრაშ-ტესტების და კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით.

ხოლო ნახშირბადის მთავარი “მინუსის” — მაღალი ფასი — გამოსწორება როგორც ჩანს ვერ შეძლეს. ელექტრომობილზე საუბრისას ბატონ იამანაკას არ უხსენებია მისი ფასი. თუმცა ეს შესაძლოა დაკავშირებულია იმასთან, რომ ავტომობილი ჯერ კიდევ პროტოტიპის სახით არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ უნდა დაამუშაონ ავტორებმა. მათივე თქმით ავტომობილი ბოლომდე მზად უკვე 2015 წლისათვის იქნება.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ux5YmSkU3kU

გამოყენებულია  DigInfo TV-ის მასალები.