Windows 8 Developer Preview

Microsoft

გუშინ მაიკროსოფტმა კონფერენციაზე Build ანაჰაიმში (ა.შ.შ./კალიფორნია), წარმოადგინა Windows 8. მისი მთავარი პლიუსი ის არის რომ აქრობს განსხვავებას პლანშეტებს, ნოუთბუქებსა და  სამაგიდო კომპიუტერებს შორის, რომ არის მსუბუქი და მუშაობს სენსორულ ეკრანებთან და კლავიატურებთან.

Windows 8 მოიცავს ახალ ინტერფეისს Metro, იტვირთება გაცილებით სწრაფად (8 წამზე ნაკლებ დროში), აქვს ახალი მაღაზია პროგრამული უზრუნველყოფისათვის, პროგრამებს შროის კავშირი, აქვს ARM და Intel არქიტექტურების მხარდაჭერა, ასევე უამრავრავი ცვლილება სამომხმარებლო ინტერფეისში, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულია წინა ვერსიებთან შედარებით.

მაიკროსოფტმა გამოაქვეყნა ჩამოსატვირთი ბმულები Windows Dev Center-ში. სანამ არ გამოვა ოფიციალური ვერსია მანამ წინასწარი ვერსიებით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება. ხელმისაწვდომია 32 და 64 ბიტიანი ვერსიები.

რა თქმა უნდა ეს არ არის დასრულებული პროექტი, ამიტომაც, მოემზადეთ შეცდომებისთვის და მუდმივი განახლებისთვის. მოკლედ საქმისთვის გამოყენება არა არის რეკომენდირებული.

სანამ ჩამოიტვირთება და თავად ნახავთ რას წარმოადგენს ახალი Windows 8 მანამდე იხილეთ ეკრანის ანაბეჭდები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.