ზამთარში ჩვენ უფრო ხშირად ვამთქნარებთ ვიდრე ზაფხულში. როგორც მეცნიერები თვლიან, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ მთქნარება ტვინის თერმორეგულაციას უწყობს ხელს.

გასაკვირია, მაგრამ დღემდე არ არსებობს, დადასტურებული თეორია, იმაზე, თუ რატომ ამთქნარებს ადამიანი ან ცხოველი. რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში მკვლევარები გამოთქვამდნენ სხვადასხვა მახვილგონივრულ ჰიპოთეზებს, მაგრამ თითქმის არცერთ მათგანს არ ჰქონდა ექსპერიმენტული დადასტურება. ახალი თეორია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) მეცნიერებმა წარმოადგინეს, ჯობია მის წინამორბედებს თუნდაც იმით, რომ გამყარებულია ექსპერიმენტული მონაცემებით და სტატისტიკით.

როგორც ენდრიუ გალანი და ომარ ელდაკარი ამტკიცებენ, ბიოლოგიურად მთქნარების აზრი მდგომარეობს ტვინის თერმორეგულაციაში. წინასწარმა გამოკვლევებმა ვირთხებში აჩვენა, კავშირი მთქნარების სიხშირესა და ტვინის ტემპერატურას შორის. გაგრილება ამ შემთხვევაში ორი მიზეზის გამო შეიძლება ხდებოდეს: პირველ რიგში, დამთქნარება თავში სისხლის ცირკულაციას აძლიერებს ყბის კუნთების მუშაობის ხარჯზე; მეორე, გაგრილებას ხელს უწყობს პირის ღრუდან შემოსული ცივი ჰაერის ნაკადი. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ სითბოში ცხოველები ნაკლებად უნდ ამთქნარებდნენ, ვიდრე სიცივეში.

მკვლევარებმა ეს თეორია უკვე არა ცხოველებზე არამედ ადამიანებზეც შეამოწმეს; ხოლო თავისი სამუშაოს შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალ Frontiers in Evolutionary Neuroscience. მეცნიერები აფასებდნენ გამვლელების მთქნარების სიხშირეს, მათ შეამოწმეს ოთხმოცი ადამიანის მთქნარების სიხშირე ზამთარში და შემდეგ ზაფხულში. ზაფხული ტემპერატურა ოდნავ აღემატებოდა ადამიანის სხეულის ტემპერატურას, ჰაერის ნესტიანობა იყო დაბალი; ზამთრის ტემპერატურა საშუალოდ შეადგენდა 21 ˚C, ხოლო ჰაერის ნესტიანობა იყო მაღალი.

აღმოჩნდა, რომ წელიწადის დროს მართლაც აქვს მნიშვნელობა. თუ ჰაერის ტემპერატურა დაკლებულია, ჩვენ ვამთქნარებთ უფრო ხშირად, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ჰაერის ნესტიანობა, მანამდე რამდენი ხანი ეძინა ეძინა ადამიანს და რამდენი ხანი არ იყო სახლში. ზამთარში ექსპერიმენტში მონაწილეების თითქმის ნახევარი ამთქნარებდა ხოლო ზაფხულში —  მხოლოდ მეოთხედი. მეტიც, რაც მეტი ადამიანი ატარებდა ზაფხულში დროს გარეთ მით მეტად იკლებდა მთქნარების ინტენსივობა. მონაწილეების დაახლოებით 40% ამთქნარებდნენ სახლიდან გასვლიდან პირველივე წუთებში, მაგრამ მალევე მთქნარება მხოლოდ 10% -მა გააგრძელა. ზამთარში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა მთქნარების სიხშირე არ იზრდებოდა იმდენად, რამდენადაც ის კლებულობდა ზაფხულში.

ეს, არის პირველი ნამუშევარი, რომელშიც დადგენილია კავშირი წელიწადის დროებსა და ჩვენს მთქნარებისადმი მიდრეკილებასთან. ამას გარდა , თუ ჰიპოთეზა მთქნარების თერმორეგულირების როლზე მართალია, ეს შესაძლოა გახდეს დამატებითი სადიაგნოსტიკო საშუალება, ცენტრალური ნერვული სისტემის რიგირ დარღვევებისას, რომლებსაც თან ახლავს ტვინში სისხლმოქცევის დარღვევა.

გამოყენებულია პრინსტონის უნივერსიტეტის მასალები.