კომპანია Texas Instruments-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ სმარტფონების, პლანშეტების და სხვა მობილური მოწყობილობების სისტემურ ჩიპს OMAP 5-ს.

OMAP 5-ის არსენალში შედის ორი  ARM Cortex-A15-ის ბირთვი სიხშირით 2,0 გჰც და ორი — ARM Cortex-M4, რომლებიც განკუთვნილია დაბალსიხშირიანი ციფრული სიგნალებით სამართავად და ძირითად ბირთვებზე დატვირთვის შესასუსტებლად. გარდა ამისა, მიკროსქემები შეიცავენ გრაფიკულ ძრავს, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს დამუშავების ამაჩქარებელ ბლოკს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებს და ენერგომოხმარების მართვის ინსტრუმენტებს.

პლატფორმა OMAP 5-ს აქვს 3D-კონტენტის მხარდაჭერა, ვიდეოს ჩაწერა და გაშვება 1080р ფორმატში და ასევე რეალურ დროში 2D გრაფიკის გარდაქმნა 3D-ში . როგორც იუწყებიან, ჩიპის ახალი თაობის სისტემები უზრუნველყოფენ ხუთჯერ მეტ წარმადობას  3D-მასალებთან მუშაობისას.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=vWjn5hV1f-Y

OMAP 5-ის საერთო მუშაობის სისწრაფის მაჩვენებელი წინა თაობის მაჩვენებლებს სამჯერ აღემატება. პირველი მოწყობილობები ახალ პლატფორმაზე, ვარაუდობენ, რომ გამოვა 2012 წლის მეორე ნახევარში.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=do4WxtaRCY8

წყარო: SlashGear